...ბას საყოველთაოდ არ აღიარებენ? მაშ, როგორ შეიძლება ამის ჩვენება? უპირველესად კი საკმარისია ღმერთის განჩინება, რომელიც ამას ცხადად აცხადებს და ამბობს: „რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა“ (). ხედავ, როგორ იქცა სიკვდილი სახარებად და ის ღვთისგან მოვლენილი წყლული ქადაგებად, რომელიც ყველგან დადიოდა და ღმერთის ძალას აცხადებდა? ამრიგად, მაშინაც, როცა იუდეველთა საქმეებს განაგებს, მთელ სამყაროზეც ზრუნავს თავისი განგებით. თუმცა თავისი ძალა ძველადაც გამოაჩინა, მაგალითად, იოსების დროს და აბრაამის დროს, მაგრამ ახლა უფრო ცხადად. როგორ? მაშინ კეთილისმყოფელობით, შემდეგ კი წყლულითაც; და, როგორც ხშირად უკვე მითქვამს, არ წყვეტს თავის გამოჩენასა და გამოცხადებას საქმეთა მეშვეობით, უწყვეტად და ყოველ თაობაში.
მაგრამ ამას ყოველთვის ერთნაირად კი არ აკეთებს, არამედ მრავალგვარად და სხვადასხვაგვარად: მაშინ აბრაამის ცოლი...