...კაცითა“** (). მცნებებია წერილობითი მცნებებიც, და ესენიც ყველანი დარჩნენ. თუ ზოგი მათგანი გაუქმდა კიდეც, უარესისკენ კი არა, არამედ უკეთესისკენ გარდაქმნის გზით გაუქმდა. რადგან „არა კაც-ჰკლა“ () არ გაუქმებულა, არამედ გაფართოვდა; და „არა იმრუშო“ () არ გამქრალა, არამედ უფრო დიდი გახდა. ამიტომაც ამბობდა: „ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (). რადგან ვინც არ მრისხანებს, მით უფრო მეტად შეიკავებს თავს მკვლელობისგან; და ვინც თავშეუკავებელი თვალებით არ იყურება, მრუშობისგან უფრო შორს დამკვიდრებულა. ამგვარად, კანონს უმთავრესად ეს განსაკუთრებული თვისება აქვს: უკვდავება და მარადიულობა; ასეთია ქმნილების კანონიც, ბუნებითი კანონიც, სიბრძნისმოყვარეობის კანონიც და ახალი აღთქმის კანონიც. ამიტომ ამბობს: **„ცანი და ქუეყან...
გამოსლვათა 20:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...გულისწყრომას კვეთს, რადგან ის სასარგებლოა უსამართლოდ მოქმედთა და მოდუნებულთა წინააღმდეგ; არამედ უსამართლო მრისხანებასა და უგუნურ გულისწყრომას კვეთს. და როგორც მოსე, როცა ზნეობრივ სიტყვაზე გადადის, კანონმდებლობის დასაწყისს პირველად აქედან იწყებს და ამბობს: „არა კაც-ჰკლა“ (), ასევე იქცევა წინასწარმეტყველიც; მაგრამ იგი უფრო მეტსაც აკეთებს, რამდენადაც ღვთისმოსაობის საქმეები უფრო ცნობილი იყო. რადგან ის მკვლელობას ამოკვეთს, ეს კი მკვლელობის დედასაც, მრისხანებას, და ბოროტების ფესვსა და წყაროსაც აჩერებს. ამიტომაც ქრისტე, როცა მრისხანებას აცხრობდა, ამბობდა: „რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად“, და „თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ ().1 ხედავ, ყველგან ზომებია. „განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ“ ().
**„რომელი განურისხნ...
... ენა დუმდა, ხოლო სხეულის ასოები ღაღადებდნენ და ყველას უხსნიდნენ, რატომ კვნესოდა და რატომ ძრწოდა: „ძმა მოვკალი, მკვლელობა ჩავიდინე“. ამის შემდეგ მოსე ამას ასოებით ამბობდა, კაენი კი საქმეებით დადიოდა და ყველას ეუბნებოდა: „არა კაც-ჰკლა,“ ().
იხილე მდუმარე პირი და ღაღადებელი საქმე? იხილე ცოცხალი სჯული, რომელიც ყველგან მიმოდიოდა? იხილე მოსიარულე სვეტი? იხილე სასჯელი, რომელიც პატივის წართმევად იქცა? იხილე სასჯელი, რომელიც სწავლების საფუძვლად იქცა? იხილე სული, რომელიც სცოდავს, და ხორცი, რომელიც ისჯება? და ეს სრულიად სამართლიანია. ასევე იყო იოანეს დაბადების ამბავშიც: ზაქარიას სულმა შესცოდა და ენა შეეკრა; რადგან ენის იარაღი უკვე გამოუსადეგარი გახდა, ზაქარია, ხმის მშობელი, ისჯებოდა. ასევე ოზიასაც, როცა შესცოდა, შუბლი კეთრით დაეფარა, რ...
...განა ამას არ ამბობს ვერცხლისმოყვარეობა და განა მას არ უსმენენ? ღმერთი კი საპირისპიროს ამბობს: იყავი ყველას მეგობარი, იყავი შემწყნარებელი, ყველასგან საყვარელი; ნურავის დაუპირისპირდები ტყუილად და ამაოდ; „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (); კეთილი სახელით იხარე; იყავი არა ადამიანი, არამედ ანგელოზი; ნურაფერს იტყვი უსირცხვილოს, ნურაფერს ცრუს, და ნურც გაიფიქრებ; შეეწიე გაჭირვებულებს; მიტაცებით თავს გასაჭირში ნუ ჩაიგდებ; ნუ იქნები შეურაცხმყოფელი და კადნიერი; და არავინაა მსმენელი. განა გეენია სამართლიანი არ არის? განა შესაფერისი არ არის ცეცხლი? დაუსრულებელი მატლიც? როდემდე ვუბიძგებთ საკუთარ თავს უფსკრულებისკენ? როდემდე დავდივართ ეკლებზე? როდემდე ვიხვრეტთ თავს ლურსმნებით და მადლობასაც ვიხდით? სასტიკ ტირანებს ვემორჩილებით, ნაზ მეუფეს კი უარვყოფთ — მას, ვინც არაფერს ამბობს მძიმე, არც ბარბაროსულს, არც დამამძიმ...
...). ამგვარად, შეძრწუნდი, კაცო, რაჟამს მოიაზრებ, რამდენი რამ მოგვეთხოვება. შემდეგ გვასწავლის, როგორ აღვემატოთ (მწიგნობრებსა და ფარისევლებს) და სათნოებებს ჩამოთვლის.
5:21-26 — რისხვა და შერიგება
21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (). - მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა;- წინასწარმეტყველნი, როცა წინასწარმეტყველების გადმოცემას განიზრახავდნენ, აცხადებდნენ: "ამას ამბობს უფალი". ხოლო ქრისტე, გვიჩვენებს რა თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას, ამბობს: მე გუებნებით, რადგან ისინი მონები იყვნენ, ეს კი ძეა და ყოველივე, რაც მამას აქვს, მასაც ეკუთვნის. ვინც თავის ძმას ცუდად განურისხდება, იგ...
.... «და შიშლოებაჲ მამისა მათისა», ნათქვამია, «არა იხილეს». შეხედე, როგორ ასრულებდნენ ისინი ასეთ ძველ დროში, მხოლოდ ბუნებრივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს» (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?
«და განიფრთხო», ამბობს წერილი, «ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან» (). «განიფრთხო», ნათქვამია. მოისმინონ მთელ დროს ნადიმებში გამტარებელთ, რარიგ დიდია ზიანი სიმთვრალისგან, და ივლტოდნენ ამ ჭუჭყისგან. «განიფრთხო», ნათქვამია. რას ნიშნავს «განიფრთხო»? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ ეშმაკეულთა შესახებ, როცა გონს მოვლენ, კერძოდ, რომ ესა თუ ის გამოფხიზლდა და ეშმაკის ძალაუფლებისგან განთავისუფლდა, იგივე თქვა აქ წერილმა. მართლაც, სიმთვრალე ნებაყოფლობითი ეშმაკია, რომელიც ნამდვილ ეშმაკზე უარესად აბინდებს გ...
...ს მისვე პავლეს თანა ერთ-ჴმა არს, ვითარმედ დაღაცათუ ჴორცნი დასაწუველად მისცნეს კაცმან, თჳნიერ სიყუარულისა არარად სარგებელ ეყოფვის. და ერთისა ამის თავისა ყოველთა სათნოებათაჲსა, სიყუარულისაგან, ჴუებულ ყოფაჲ ზოგად ყოველთა სათნოებათაგან განჴუებულ ჰყოფს მას.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი თქუა — "ნუ იმრუშებ" () მანვე თქუა: "ნუ კაც-ჰკლავ" (). ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა (2,11).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ზოგად ყოველთა მცნებათა გარდასლვისაგან განგუაკრძალებს, რამეთუ ყოველნივე ზოგად მისვე თავადისა ღმრთისანი არიან. ამისთჳს გჳჴმს ძალისაებრი მოღუაწებაჲ ყოველთათჳს, რაჲთა არცა ერთისა მათგანისა გარდამავალ ვიქმნნეთ.
მოციქულისაჲ: ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი, რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ (2,12-13).
თარგმანი: შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალ-უხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად. ამისთჳს უწყალოდ შჯის მათ, რომელთა არა აქავე შეიწყალნენ თავნი თჳსნი მოქცევითა და სინანულითა, არამედ შეჰკადრონ ღმრთისა სულგრძელებასა და მოუქცეველ იქმნნენ ცოდვისა...
...რომლითა-იგი აღბეჭდულ ვართ ნათლისღებისა მიერ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე (5,18).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელნი სულიერითა ამით სახარებისა ბრძანებითა ვიდოდინ, მათ რად უჴმს ძუელი იგი შჯული შემწედ? რამეთუ, რომელი არა განრისხნებოდის, მას რად უჴმს სმენად: "არა კაც-ჰკლა" ()? არცა, რომელი გულისთქუმით არა მიხედვიდეს, მისსა საჴმარ არს თქუმად: "არა იმრუშო" (). ესევითარი იგი აღარა შჯულსა ქუეშე არს, არამედ სულსა; რამეთუ ამით სიტყჳთა მოციქულმან დიდად აქო ძუელი შჯული, ვითარ ფრიად საჴმარ იყო მათთჳს, რომელთა ჯერეთ არღა მიეღო სული წმიდაჲ; რამეთუ წინაგანმამზადებელი იყო კაცთაჲ ამისსა მომართ.
მოციქულისაჲ: ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი (5,19-21).
თარგმანი: რაჟამს ჩუენ განვჰყოფდეთ ვნებათა ამათ, არა ყოველთა ჴორცთად ვიტყჳთ, არამედ შურსა და მტერობასა და მსგავსთა ამათთა — სულისად უწოდთ, ხოლო აწ მოციქული არა სულიერთა და ჴორციელთა ვნება...
...რციელი (2,16).
თარგმანი: შჯულისა საკუთარნი და თჳსნი საქმენი ესე იყვნეს: შაბათობანი და წინადაცუეთანი, კეთროვანთათჳს და მსხუერპლთა, პკურებათა და სხუათა მსგავსთა ამათთა, რომელთა ქმნაჲ დაღაცათუ წინა-გამომსახველი იყო დიდთა საიდუმლოთაჲ, არამედ მოქმედებაჲ მათი ვერვე განამართლებდა ყოველსა ჴორციელსა. ხოლო "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), "არა იპარო" () — ესე და მსგავსნი ამათნი, არა ხოლო შჯულისაგან წიგნისა, არამედ თჳთ ბუნებითისაცა მისგან ღმრთივმოცემულისა ესწავებოდეს კაცთა. ამისთჳს, დაღაცათუ ახალი ესე უმაღლესსა ამათსა ასწავებს — ძირითურთ აღმოფხურასა ამათსა, არამედ აწცა იგინიცა საჴმარ და კეთილ არიან, ვითარცა ბუნებით ღმრთივდანერგულნი, მომჭრელნი ოდენ ვნებისა რტოთანი, ხოლო თჳსნი იგი და საკუთარნი შჯულისანი, რომელნი ზემო ვთქუენით, მის ჟამისანი ოდენ იყვნეს შემსგავსებულნი: მადიდებელნი დამცველთანი და მტანჯველნი გარდამავალთანი, ხოლო აწ ყოვლად არღარად საჴმარ არს ჭეშმარიტებასა შინა ჯერეთ პყრობაჲ სახეთაჲ.
...მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა. ამითვე წესითა, შჯული პირველად ამას იტყჳს: "არა კაც-ჰკლა" (), რომელი გულისწყრომისა ნაყოფ არს, და მერმეღა — "არა იმრუშო" (), რომელი გულისთქუმისა ნაშობ არს; ხოლო ამათგან კრძალვაჲ და ძირითურთ აღმოფხურაჲ ამათი — არა ხოლო მსგავსებისა წმიდათაჲსა, არამედ თჳთ წმიდა-ქმნისაცა მომატყუებელ არს.
მოციქულისაჲ: და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ, გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ (5,4).
თარგმანი: ვითარცა-იგი ზემო ღაღადებისა მოსპობაჲ გუამცნო, რამეთუ ჰუნე არს იგი რისხვისაჲ, ეგრეთვე აქა საძაგელებასა, რომელ არს ბილწებით ზრახვაჲ, სიტყჳთურთ სიცოფისაჲთ, რომელ არს კადნიერებისა სიტყუაჲ, და ლაღობისა აღმოფხურად გუამცნებს, ვითარცა გზათა, აღმაზრზენელთა სიძვისათა. ხოლო შენ, რაჲთა არა შეუძლებელ გიჩნდეს მოკუეთაჲ ლაღობისაჲ, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "რომელი არა ჯერ-არს", რამეთუ არარაჲ ზიარებაჲ გუაქუს ჩუენ მის თანა, ვინაჲთგან არა ლაღობისა და სიცი...
...აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“; და ზემოჲთვე წინაჲსწარმეტყუელნი ამას აბრალობდეს, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სისხლითა სავსე არიან“. დაღაცათუ პირველ ყოვლისა ესე მიიღეს მცნებაჲ, ვითარმედ: „არა კაცჰკლა“, არამედ ბოროტი იგი ჩუეულებაჲ თჳსი არა დაუტევეს. ამისთჳსცა ისმინეთ, რასა იტყჳან უშჯულონი იგი და არაღირსნი ცხორებისანი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ იხილეს ძე იგი მისი და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“ (21,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი : რაჲსათჳს იქმთ ამას, ჵ უშჯულონო და ქედფიცხელნო და ღმრთისა მოძულენო, რაჲ საბრალობელი ჰპოეთ მის თანა დიდი, გინა თუ მცირე? კეთილი გიყო თქუენ და პატივ-გცა; ღმერთი იყო და არს და თქუენთჳს კაც იქმნა; სასწაულნი ბუნებათა უაღრესნი აღასრულნა თქუენ შორის, ცოდვათა შენდობასა მოგცემდა, სასუფეველად ცათა მიგიწოდდა. რომლისა საქმისათჳს იზრახეთ მოკლვაჲ მისი? ეჰა უკეთურებაჲ დიდი და უგუნურებაჲ უკუანაჲსკნელი, რომელიღა მიზეზი შემოიღეს უღმრთოთა მათ: „მოვკლათო იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“.
ვინმცა უძლო ღირსად სიცოფისა მათისა განქიქებად მათა? ვინ...
...ებულად, რაჲთა ყოველივე შეურაცხ-ვყოთ და იგი მხოლოჲ შევიყუაროთ. და რად ვიტყჳ სხუასა რასმე? უკუეთუ თჳსსაცა სულსა უმეტეს სიყუარულისა მისისა პატივ-სცეს ვინ, იტყჳს: „არა ღირს არს ჩემდა“.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ არა წინააღმდგომ არსა ძუელისა შჯულისა, რომელი იტყჳს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“? ნუ იყოფინ! არა წინააღმდგომ არს, არამედ უფროჲსად ფრიად შეერთებულ, რამეთუ ძუელსა შჯულსა შინა ესრეთ განაწესებს, რაჲთა უკუეთუ ქმნიან მშობელთა კერპთმსახურებაჲ, არა თუ ხოლო მოიძულნენ შვილთა, არამედ ქვაჲცა დაჰკრიბონ. და მეორესა შჯულსა იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა და დედასა: არა გიცნი თქუენ, და ძმანი თჳსნი არა იცნნეს და ძენი თჳსნი განწირნეს, მან დაიმარხნეს სიტყუანი შენნი“. ხოლო უკუეთუ პავლე განაწესებეს დამორჩილებასა მშობელთასა, ნუ გიკჳრს სიტყუაჲ მისი, რამეთუ მათ საქმეთა ზედა იტყჳს მორჩილებასა მათსა, სადა-იგი არა ევნებოდის ღმრთისმსახურებასა, რამეთუ სამართალ არს და კეთილ სხუასა ყოველსა ზედა პატივ-ცემაჲ მათი, ხოლო უკუეთუ უმეტეს წესისა ეძიებდენ მორჩილებასა, რაჲთამცა უფროჲს ღმრთისა პატივ-ვეცით მათ, მაშინ ყოვლადვე არა ჯერ-არს სმენაჲ მათი. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა ესრეთ იტყჳს: „რო...
...ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოველთავე შჯულისა მცნებათა აჴსენებს და ყოველთავე უაღრესისა მიმართ აღაორძინებს, რად არა, ვითარცა მუნ წერილ არს, აჴსენა პარვისათჳსცა? რამეთუ იტყჳს შჯული: „არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი ჰფუცო“. ვითარ უკუე აქა თანაწარჴდა პარვასა? რამეთუ რომელი იპარვიდეს, იგი ფუცავსცა, ხოლო რომელი არცა ფუცვიდეს, არცა ტყუოდის, მან ოდესმცა თავს-იდვა პარვაჲ? ამისთჳს დაყენებითა მით ფიცისაჲთა პარვაჲცა სრულიად უჩინო-ყო, რამეთუ სადა ფიცი და ტყუილი არა იყოს, მუნ პარვაჲ ყოლადვე არა იპოების. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „მისცე უფალსა ფიცი შენი“? ესე იგი არს, ჭეშმარიტი და უტყუელი ჰფუცო; არამედ ქრისტემან ესეცა დააყენა და თქუა: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად“, და შემდგომი ამისი; ყოველი, რავდენიცა აქუნდა ჰურიათა ჩუეულებაჲ ფუცად, - ცასა და ქუეყანასა და იერუსალჱმსა, - ყოველივე განაყენა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არარას გარეგან შჯულისა და წინაწარმეტყუელთა იტყოდა.
და იხილე, ვითარსა სიტყუასა შემოიღებს დაბადებულთათჳს: არა თქუა, თუ: ნუცა ცასა ჰფუცავ, რამეთუ დიდ არს და შუენიერ; ნუცა - ქუეყანასა, რამეთუ ფრიად არს საჴმარებაჲ მისი კაცთა შორის; არარაჲ თქუა ესევით...
...ელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“, არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ და ჰრქუა: „დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა“. ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“. ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა...