...მზრუნველ წინამძღოლობას, არ ვკიცხავ; რადგან, ამბობს, „კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ (). ვინაიდან მოსემაც ისურვა ეს საქმე, მაგრამ არა ძალაუფლება; და ისე ისურვა, რომ მოესმინა: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა“ ()? თუ ვინმემ ასე ისურვა, ისურვოს; რამეთუ ეპისკოპოსობა იმიტომ ეწოდა, რომ ეპისკოპოსი ყველას ზედამხედველობდეს.
ამიტომ, ამბობს, „ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ“ (). ამით იგი კანონს კი არ ადგენს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობას ზღუდავს; რადგან იუდეველთა შორის ნებადართული იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ (). ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს. „უბრალო“....