მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 19:6

5. და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმაჲ ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპუროჲ ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ.6. ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა.7. ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან.
გამოსლვათა თავი 19
6. ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...ასევე ჩვენც, როცა ვხედავთ შეცდომილ ადამიანებს და გვინდა ისინი უფრო მკაცრად ვამხილოთ, მათივე ხარისხებით მოვიხმობთ, რათა ბრალდება უფრო მძიმე გავხადოთ, და ვამბობთ: „დიაკონი მოიხმე“, ან: „ხუცესი მოიხმე“. ამრიგად, რაკი ესენიც „სამეუფოჲ მღდელობაჲ“ () და „ერ საზეპურო“ () იწოდებოდნენ და ამით დიდად ამაყობდნენ, ბრალდების სიმძიმეს სწორედ ამ პატივიდან ქმნის.

„აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (). რადგან ისინი აურაცხელ ბოროტებას ბედავდნენ, ბოროტების ამდენ სახეს სჩადიოდნენ — იტაცებდნენ, ანგარობდნენ, კლავდნენ, მრუშობდნენ, სისხლს სისხლზე ურევდნენ — და მაინც ფიქრობდნენ, თითქოს დიდ საქმეს აღასრულებდნენ და სჯულსაც და აღთქმასაც ასრულებდნენ, თუ ცხვრებსა და ხბოებს შესწირავდნენ. ამიტომ მათ ამით ჰკიცხავს, დასცინის და ამბობს: „აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (), ანუ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ უგუნურ ცხოველთა სხეულების დაკვლა ცხონებისთ...

სრულად ნახვა