მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:4

3. რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.5. მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა,
ეფესელთა მიმართ თავი 6
4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა (6,4).:

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "გიყუარდენ შვილნი", რამეთუ ამას თჳთ ბუნებაჲ ასწავებს, არამედ: ნუ განარისხებთო. ესე იგი არს: "ნუ განაგდებთ ნუცა უმკჳდრო ჰყოფთ მამულისა სამკჳდრებელისაგან", რომელი-ესე ესრეთ იქმნების, რაჟამს სილაღით და რისხვით, ვითარცა მონათა უბრძანებდეთ, და არა იშჳთ და რიდობით, არამედ ურიდად და ზედაჲსზედა ჰრისხვიდეთ. ესრეთ აიძულებთ მათ განრისხებად და განვრდომად მამულისა სამკჳდრებელისაგან. ამისთჳს პირველად სულიერი და საღმრთოჲ მოძღურებაჲ ასწავეთ, რაჲთა სულიერისა მიერ განსწავლისა და ღმრთისმოშიშებად განკრძალვისა, ჴორციელთაცა საქმეთა შინა ფრთხილ და მოშიშ და მორჩილ თქუენდა ჰყვნეთ იგინი.

სიტყვა განზრდისათვის შვილებთა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა (ეფეს. ვ, დ).

თვით ამ სიტყვებითგან ჰსჩანს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რა საგანზედ განვიზრახეთ ჩვენ დღეს უბნობა თქვენთანა. აწინდელი სიტყვა ჩვენი თქვენთანა იქმნება მას ზედა, თუ ვითარ უნდა ზრდიდენ მშობელნი ქრისტიანენი მცირეწლოვანთა შვილთა თვისთა. ვგონებ, რომ თქვენც გრძნობთ, რა დიდი საგანი არის ეს და რა სახით არის საჭირო, რომ ქრისტიანე ხშირად ჰფიქრობდეს მას ზედა. პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა, რომელთა მიიღებს მცირეწლოვანი ყრმა სახლსა შინა მამისა თვისისა, პირველთა მაგალითთა, რომელთა იგი ჰხედავს გარემოს თვისსა, აქვსთ უდიდესი მნიშვნელობა მრთელსა მისსა სიცოცხლესა შინა. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირე წლოვანისა ყრმისა, მისი ყოფა-ქცევა, მისი ხასიათი და, ერთის მხრით, თითქმის, სულის ცხონებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს და რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე.

ამ ჭეშმარიტებას თითქმის კარგად ჰგრძნობენ ყოველნი, ჩვენს ქვეყანასა, იმერეთსა, შინა მცხოვრებნი. ვინც კარგად იცის, რომ თითქმის...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. შვილთა სათნოებით აღზრდა და მშობელთა საზღაური:

...ას ხომ მათი შეგონება მართებდა. და მართლაც, შეაგონებდა; თუმცა არა ისე, როგორც საჭირო იყო, რადგან არ ისურვა მათი დამწუხრება და მათაც და საკუთარი თავიც დაღუპა. მოისმინეთ ეს, მამებო: „განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა“ () — და ეს დიდი ყურადღებით გააკეთეთ. სიჭაბუკე ველურია და ბევრ ზედამხედველს საჭიროებს — მასწავლებლებს, აღმზრდელებს, თანამდევებს, მომვლელებს; რადგან ყოველივე ამის შემდეგაც კი დიდი საქმეა მისი შეკავება. როგორც დაუმორჩილებელი ცხენი, როგორც მოურჯულებელი მხეცი, ასეთია სიჭაბუკე. ამიტომ, თუ თავიდანვე და ადრეული ასაკიდანვე კარგ საზღვრებს დავუდგენთ, ამის შემდეგ მრავალი შრომა აღარ დაგვჭირდება, არამედ ჩვეულება მათთვის უკვე კანონად იქცევა.

ნუ მივცემთ მათ ნებას, რაიმე სასიამოვნო და მავნებელი აკეთონ; ნურც იმის გამო დავუთმობთ, რომ ბავშვები არიან; განსაკუთრებით უმანკოებაში დავიცვათ ისინი, რადგან სიჭაბუკეს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი მავნებელი სიამოვნება აზიანებს....

სრულად ნახვა