თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე არს თავ გუამისა ჩუენ ყოველთაჲსა, ამისთჳს უეჭუელ არს, ვითარმედ აღდგომასა მისსა თანა აღდგომილ ვართ, ასონიცა ესე მისნი, და მუნვე დასხმულ, სადა-იგი მან თავადმან დასუა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რომლისათჳს მოწაფეთა ეტყოდა: დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა, განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. და კუალად იტყჳს: მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, მუნცა - მსახურნი ჩემნი.
ეფესელთა მიმართ 2:6
...რადგან ძე, როგორც პატივით თანასწორი, მარჯვნივ ზის, დედოფალი კი დგას. თუმცა დედოფალია, მაინც ქმნილი არსებისაა.
როგორღა ამბობს პავლე: „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ ()? მაგრამ სიზუსტეს ყურადღებით დაუკვირდი. უბრალოდ კი არ თქვა: „თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა“ (), არამედ: „ქრისტე იესუჲს მიერ“ (), ესე იგი, ქრისტეს მიერ. რადგან, ამბობს, ჩვენი თავი მაღლაა, ხოლო ჩვენ სხეული ვართ; და რადგან თავი მაღლა ზის, ჩვენც მისი პატივის მოზიარენი ვართ, თუმცა ვდგავართ. „სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად“ (). სხვა: „სუფირის ოქროს დიადემით“ (). როგორც მეფესთან...
...ქმნიდე, მაინც ღვთის ტაძარს ქმნი. რადგან ცაც ამიტომ არის ბრწყინვალე, რომ მასში ღმერთი მკვიდრობს; უფრო სწორად კი, ქრისტეს მიერ ჩვენც ზეცაში ვიმყოფებით. რადგან ამბობს: „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ (); და მოგვცა, რომ უფრო დიდი საქმეებიც ვქმნათ, ვიდრე თვითონ ქმნა. რადგან ამბობს: „საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს“ ().
ძველ აღთქმაშიც ერთმა ზღვა გარდაქმნა, მეორემ მზე აღვირით შეაჩერა, სხვამ მთვარეს დგომა უბრძანა, კიდევ სხვამ სხივები თავისკენ მოაბრუნა; ხოლო ყრმებმა ღუმელში სტიქიის მოქმედება შეკრეს, და მძვინვარე ალი დადუმდა, შეკრული კი შიშინებდა. მხეცებმაც იციან ღვთის მეგობართა მიმართ მოკრძალება; და შიმშილიც რომ აიძულებდეთ, უფრო სიბრძნისმოყვარედ იქცევიან. შერცხვეთ მუცლისმოყვარეთ მხეცთა თავშეკავებისა. ლომებმა დანიელი იხილეს და სიბრძნისმოყვარედ მოიქცნენ; ჩვენ კი, როცა...
...ნებოდა ღმერთის მიბაძვა. „მე ვმბრძანებლობ ანგელოზებზე, — ამბობს, — და შენც — პირველნაყოფის მიერ". „მე სამეფო ტახტზე ვზივარ; და შენც ერთად ზიხარ — პირველნაყოფის მიერ; „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ () — ამბობს". „გცემენ თაყვანს ქერუბიმნი და სერაფიმნი, ყოველი ანგელოზებრივი ძალა — მთავრობანი, ხელმწიფებანი, ტახტნი, ბატონობანი — პირველნაყოფის მიერ". ნუ დაადანაშაულებ სხეულს, რომელიც ასეთ პატივს ზიარდება და რომლის წინაშეც უხორცო ძალნიც კი თრთიან.
მაგრამ რა ვთქვა? „არა მხოლოდ ამით ვაცხადებ სიყვარულს, არამედ იმითაც, რაც გადავიტანე". „შენთვის შემაფურთხეს, სილა გამაწნეს, დიდება დავაცარიელე, მამა დავტოვე და შენთან მოვედი — შენთან, რომელსაც ვძულდი, შენთან, რომელიც პირს მაქცევდი და ჩემი სახელის სმენაც არ გნებავდა; გედევნე და გამოგეკიდე, რათა შენ შეგპყრო; შეგიერთე და ჩემს თავთან შეგაერთე; „მჭამე, — ვთქვი, — მსვი"...