...ასე ვერც ბრძენმა ქალწულებმა შეძლეს უგუნურთა დახმარება, ვერც აბრაამმა — მდიდრისა, ვერც ნოემ, იობმა და დანიელმა — ძეთა და ასულთა. რადგან სიტყვა „დაძველდება“ ნიშნავს: დაუძლურდება, გაქრება; რამეთუ „დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა“ (). „დიდებისა მათისაგან განვარდენ“ ().
იმას, რაც ყველაზე მეტად სურდათ და რის გამოც ყველაფერს აკეთებდნენ და საქმიანობდნენ, რათა სიკვდილის შემდეგაც დიდი დიდებით დამტკბარიყვნენ — სიმდიდრით, ნაგებობებით, საფლავებით და საფლავებზე წარწერილი სახელებით — ამასაც, ამბობს, დაკარგავენ; და სწორედ ეს აწუხებდა მათ ყველაზე მეტად, როცა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ამას იგებდნენ. რადგან ასეთი ნაგებობები გარდაცვლილთა ბრალმდებლები არიან. რადგან თუნდაც სხეული მიწაში იმალებოდეს, ქვები მაინც ხმას გამოსცემენ: ყოველდღე ბრალს სდებენ მათ სისასტიკესა და ურცხვობაში, მათ საერთო მტრებად აცხადებენ, გამვლელებს კი მუდამ წყევლის, ბრალდებებისა და ცილისწამებისკ...