...რათა ქებათა სიჭარბით არ მოდუნდნენ, თითქოს დიდი საქმეები აღესრულებინოთ, და დაუდევარნი არ გახდნენ, აჩვენებს, რომ სანამ ამ ცხოვრებაში არიან, მათ ჯერ კიდევ ნაკლი აქვთ; ამასვე ეუბნებოდა ებრაელებსაც, როცა წერდა: „რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად“ ().
ამბობს: „ყოვლითა სათნოებითა“ (); ესე იგი, ღვთისთვის სათნოყოფას, დარწმუნებასა და სრულ რწმუნებულობას გულისხმობს; თითქოს ამბობდეს: რათა ღმერთის წინაშე სრული რწმუნებულობა შეიქმნას — რომ არაფერი გაკლდეთ და ისეთნი იყოთ, როგორც მას სურს. და ამბობს: „საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა“ (). ეს რა არის? ეს არის, ამბობს, დევნათა მოთმინება, რათა არ მოვუძლურდეთ. „რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.“ (...