...მთ 16:26) ხოლო რათა ისწავლო, რომ მთელი სოფელიც კი არ არის სულის საფასური, მოისმინე, რას ამბობს პავლე სხვა წმინდანებზე: „იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (). რადგან სოფელიც სულისათვის არის. როგორც მამა არ აირჩევდა სახლს შვილის ნაცვლად, ასევე არც ღმერთი აირჩევდა სოფელს სულის ნაცვლად; არამედ საქმეები და კეთილი ღვაწლი გვჭირდება. გსურს გაიგო, რა დიდია ჩვენი სულების ფასი? როცა მხოლოდშობილი სულის გამოხსნას აპირებდა, ფასად არც სოფელი დადო, არც ადამიანი, არც მიწა, არც ზღვა, არამედ თავისი პატიოსანი სისხლი.
ამიტომ პავლეც ამბობდა: „სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.“ () ხედავ საფასურის სიდიადეს? მაშ, როცა ასეთი საფასურით ნაყიდ სულს დაღუპავ, შემდეგ შენ როგორ შეძ...