მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 1:2

1. მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა,2. რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი,3. რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა;
ებრაელთა მიმართ თავი 1
2. რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ (1,13).:

...სე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ.

მოციქულისაჲ: რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ (1,13).

თარგმანი: ვითარ-იგი ებრაელთა მიმართ დასწერს, ვითარმედ: "მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა" (), ეგრეთვე ეფესელთა ეტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, გესმა თქუენ სიტყუაჲ; არღარა სახითი და იგავითი, არამედ საქმითი და ჭეშმარიტებითი; არცა ჰურიაებრ აჩრდილთა შინა შჯულისათა, არამედ დღესა შინა სახარებისა ამის ცხორებისასა, რომელი-ესე აცხოვნებს მორჩილთა მისთა.

მოციქულისაჲ: რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა (1,13).

თარგმანი: აღიბეჭდნეს ჰურიანიცა, არამედ წინადაცუეთითა, მსგავსად აღნიშნვისა პირუტყუთა საცხოვართაჲსა, აღვიბეჭდენით და ჩუენცა მორწმუნენი, არამედ ვითარცა შვილნი სულითა წმიდითა აღთქუმისაჲთა, რამეთუ მრჩობლ არიან აღთქუმანი: პირველად — წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გესმოდის რაჲ: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა" (), და მეორედ — ქრისტესგან, ვითარმედ: "მოიღოთ ძალი მოსლვასა თქუენ ზედა სულისა წმიდისასა" ().

##...

სრულად ნახვა