მაგრამ მოვისმინოთ თავად მოსეს სიტყვები, რომელიც, სულის შთაგონებით მეტყველი, ყველაფერს ზუსტად გვასწავლის. „და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა" (). უმიზეზოდ არ დაუმატა: „და ასულნი იშვნეს მათდა", არამედ იმიტომ, რომ ხალხის დიდი გამრავლების შესახებ წარმოდგენა მოგვეცა. სადაც ასეთი დიდი რაოდენობის ფესვია, იქ აუცილებლად ბევრი ტოტიც იზრდება. „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს" (). თითოეული ეს სიტყვა ყურადღებით განვიხილოთ, რათა სიღრმეში დამალული არაფერი გამოგვრჩეს. მართლაც, საჭიროა ეს ადგილი გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ და უარვყოთ იმათი უაზრო ლაყბობა, ვინც ყველაფერზე დაუფიქრებლად ლაპარაკობს. და პირველ ყოვლისა, უნდა ვაჩვენოთ, რას ბედავს ეს ხალხი, როცა ამას ამბობს, და მათი სიტყვების უაზრობის გამომჟღავნების შემდეგ ავუხსნათ, საყვარელნო, წერილის ჭეშმარიტი აზრი, რათა გულუბრყვილოდ არ უსმინოთ მათ, ვინც მგმობარ სიტყვებს...
დაბადებისა 6:2
...ვალ და უფალნი მრავალ“** (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). და კვლავ იგივე ამბობს: „კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.“ (); ხოლო „რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი“ (). და კვლავ: „ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.“ (). მაშ, ვის მოასწავებს ამ სახელით იმ მოწმობებში და ვის უწოდებს აქ ღმერთებს? მთავრებს. ამიტომაც ურთავს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.“ (...
...ათნოების ხატსაც შევინარჩუნებთ, ძღვენი დაუზიანებლად გვექნება; რადგან მათ, ვინც მადლით ღვთის ძენი გახდნენ, ეს ხატი ცხოვრების წესითაც უნდა აღბეჭდონ.
ხოლო რომ უფრო ამსოფლიურთა და ბოროტებისკენ მიდრეკილთ უწოდებს კაცთა ძეებს, მოისმინე: „იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). მაგრამ, იტყვის ვინმე, საპირისპირო გითქვამს. სრულიადაც არა. რადგან აქ ღვთის ძეები უწოდა მათ, ვინც მანამდე სათნო კაცთაგან იყვნენ და ღვთის პატივით სარგებლობდნენ, შემდეგ კი შეიცვალნენ, უარესნი გახდნენ და საკუთარ პატივს უღალატეს. რათა მათი ბრალი უფრო მძიმე ეჩვენებინა, მან მათი პატივი მოიხსენა და ბრალის უდიდეს საფუძვლად წარმოაჩინა ის, რომ ასეთები და ასეთთაგანნი ასეთ ბოროტებამდე დაეშვნენ. და კვლავ ღმერთი ამბობს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;“ () „ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით“ (
...თუ არა ამაოდ შრომობს. მაშ, სად თქვა საღმრთო წერილმა ცოდვაც და ცოდვის მიზეზიც? იგი წარღვნის წინ მცხოვრებთ არასათანადო შეუღლებების გამო ამხელს. და მოისმინე, როგორ ასახელებს მიზეზს: „იხილეს ღვთის ძეებმა კაცთა ასულები, რომ მშვენიერნი არიან, და ისინი თავისთვის ცოლებად შეირთეს“ (). მაშ რა, სილამაზეა ცოდვის მიზეზი? არამც და არამც! იგი ხომ ღვთის სიბრძნის საქმეა; ღვთის საქმე კი არასოდეს გახდებოდა ბოროტების მიზეზი. იქნებ თვითონ დანახვაა მიზეზი? არც ეს; რადგან ესეც ბუნების საქმეა. მაშ რა არის? ბოროტად ყურება; ეს კი გახრწნილი ნების საქმეა. ამიტომ ერთი ბრძენიც შეგვაგონებს და ამბობს: „ნუ დააკვირდები სხვის სილამაზეს“ (). არ უთქვამს: „ნუ დაინახავო“, რადგან ეს შეიძლება თავისთავადაც მოხდეს; არამედ ამბობს: „ნუ დააკვირდები“, რითაც განზრახ განხილვას, ცნობისმოყვარე მზერას, ხანგრძლივ ჭვრეტას, გახრწნილი და გულისთქმით აღძრული სულიდან მომდინარეს, აუქმებს.
და რა ზიანი შეიძლება აქედან წარმოიშვას? აქედან, ამბობს, **„სიყვარული, რო...
...ა იყო: არა, მას ესოდენ ცხოველისა და მათი საკვების მზრუნველობაც ეკისრებოდა. მაგრამ მოიცადე ცოტა და დაინახავ ღვთის სახიერებას — როგორ ამსუბუქებს მართალზე დაკისრებულ მზრუნველობას. „ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა... სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად" (), — ამბობს ღმერთი. ნუ იფიქრებ, ამბობს, თითქოს ჩემი მზრუნველობის გარეშე დარჩები. აი, ვბრძანებ, რომ კიდობანში შეიტანო ყველაფერი, რაც თქვენი საკვებისთვისაც საჭიროა და ცხოველთა საზრდელისთვისაც, რათა არც თქვენ იშიმშილოთ და ნაკლებობა გქონდეთ, და არც ცხოველები დაიღუპონ თავიანთი საკვების უქონლობის გამო. „და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა" (). აი, კვლავ აქაც დიდი ქება (მართლისადმი). „ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან", — ნათქვამია. არა ის, რომ ერთი ბრძანება აღასრულა და მეორე უყურადღებოდ დატოვა; არა, ყველაფერი გააკეთა, რაც ნაბრძანები იყო, და „ეგრეთ ქმნნა", როგორც ნაბრძანები იყო. არაფერი გამოტოვა, არამედ ყველაფერი აღასრულა და თვით საქმით დაამტკიცა, რომ სამართლიანად ღირსეული გახდა უფლის კეთილგანწყობისა. რა გვირგვინებს გაუტოლდე...