ხედავ მსაჯულის კაცთმოყვარეობას? ადამიანურ სასამართლოებში, როცა ვინმე ასე მოიქცევა და მაბეზღარებს გაუსწრებს, თავად აღიარებს თავის საქციელს, მაშინ, შესაძლოა, წამებასა და ხანგრძლივ ტანჯვას თავს დააღწევს, თუ, რასაკვირველია, მშვიდ მსაჯულს შეხვდება, მაგრამ უკვე აუცილებლად სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარება; ხოლო კაცთმოყვარე ღვთისა და სულთა მკურნალის სახიერება გამოუთქმელია და სიუხვით ყოველ სიტყვას აღემატება. თუ ჩვენს მბრალმდებელს, ესე იგი, ეშმაკს, რომელიც იმ დღეს (უკანასკნელი სამსჯავროს) ჩვენ წინააღმდეგ აღდგება, გავუსწრებთ და უკვე ამჟამინდელ ცხოვრებაში, სამსჯავროში შესვლამდე, ჩვენს ცოდვებს აღვიარებთ, სიტყვას დავასწრებთ და თავად გავხდებით ჩვენი მბრალმდებლები, მაშინ უფალს ისეთ წყალობაზე მოვაქცევთ, რომ ის არა მხოლოდ ცოდვებისგან თავისუფალს გაგვხდის, არამედ მართალთა რიცხვშიც შეგვრაცხავს. თუ უკვე ამ ლამექმა, რომელსაც არც რჯული ჰქონდა, რომელიც ასწავლიდა, არც წინასწარმეტყველთა სიტყვა მოესმინა და არც სხვა რაიმე შეგონება, არამედ მხოლოდ (ჩვენს) ბუნებაში ჩადებული სამსჯავროს მოქმედებით, თავისი დანაშაული შეიცნო, გააშკარავა და თავად თავი დაისაჯა, მაშინ...
დაბადებისა 4:26
...რადგან ენოსმა დიდი სათნოება გამოავლინა და ღვთის სახელით იწოდა; ხოლო მისგან წარმოშობილნი ყველანი და მისი ძმის შთამომავალნიც ერთმანეთს შეერიენ, ამიტომ ღვთის ძეებს სათნო კაცის შთამომავლებს უწოდებს. რადგან ამბობს: „ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა“ (). იუდეველთა ერსაც გულისხმობს, ამ წოდებით პატივცემულს, როცა ამბობს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (), ანუ ისრაელის ძეებს. რადგან თავისი კაცთმოყვარეობის გამო მათ ერსაც ასე უწოდებდა. ასე განიმარტება ისიც: „კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.“ (), ანუ: მთავრის ავადმეტყველი ცოდავს. ხოლო: „რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი“ (), ანუ ის, ვინც არარსებულთ არსებული ღვთის სახელს მიაწერს. რადგან დანაშაული შეუწყნარებელია და მისთვის სასჯე...
...ათნოც იქნება. „შვა, — ამბობს წერილი, — სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა". და, რათა ამ ძის სათნოებაშიც მაშინვე დავრწმუნდეთ, შეხედე, როგორ თავადაც თავისი ძის სახელში ღვთისმოყვარე სულს გამოხატავს. „და სით, — ნათქვამია, — შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა" (). აი, სახელი, რომელიც გვირგვინზე უფრო ბრწყინვალეა, პორფირზე უფრო შვენიერი! რა შეიძლება იყოს უნეტარესი ადამიანისა, რომელიც ღვთის მოხმობით შეიმკობა და თავად ამას (ღვთის მოხმობას) სახელად ატარებს?
ხედავ, რომ უბრალო სახელებშიც, როგორც დასაწყისში ვთქვი, აზრთა დიდი სიმდიდრე იმალება? აქ (სახელის დარქმევაში) არა მხოლოდ მშობლების ღვთისმოსაობა ჩანს, არამედ შვილებზე დიდი მზრუნველობაც — როგორ თავიდანვე თავიანთ შვილებს იმ სახელებითვე, რომლებსაც აძლევდნენ, სათნოებისკენ ასწავლიდნენ; არა ისე, როგორც ახლა სახელებს არქმევენ — უბრალოდ და შემთხვევით. ბაბუის ან პაპის სახელით, ამბობენ, ბავშვს დაერქვასო; მაგრამ ძველებს ასე არ ჰქონდათ: ისინი ყოველგვარად ცდილობდნენ შვილებს ისეთი სახელები დაერქმიათ, რომლებიც არა მხოლოდ სახელის მიმღებთ, არამედ ყველა სხვასაც და მომავალ თაობებსაც სიბრძნისმოყვარეობის შეგონებად ემსახურებოდა. ამას მომდევნო თხრობაშიც ვნახავთ....