მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:16

15. და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა.16. და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
დაბადებისა თავი 3
16. და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. წყევლის აზრი და მტრობა გველსა და ცოლს შორის (3:14-16):

დიდია და ძლიერია რისხვა, რადგან განუზომლად დიდია მოტყუებაც, რომელიც ბოროტმა ეშმაკმა გველის მეშვეობით ჩაიდინა. „და ჰრქუა უფალმან ღმერთმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე". რადგან შენ, ამბობს, ასეთი ბოროტების იარაღი შეიქმენ და ამგვარად მოტყუება აღასრულე, დამღუპველი რჩევა მიეცი და (პირველმშობლებს) სასიკვდილო თასი დაულიე; რადგან ეს ჩაიდინე და ჩემი ქმნილებანი ჩემი კეთილგანწყობისგან ააცდინე, ბოროტი დემონის ნების იარაღი შეიქმენ, რომელიც ბოროტებითა და უსაზღვრო ამპარტავნობით ზეციდან მიწაზე დაემხო, — ამის გამო, რომ მან შენ იარაღად გამოგიყენა, საუკუნო სასჯელს დაგადებ, რათა შენთან მომხდარიდან მანაც იცოდეს, რა სასჯელი ელოდება, და მომავალმა ადამიანებმა ისწავლონ — მისი შთაგონებით არ გატაცდნენ და მის შეცდუნებას არ მიჰყვნენ, რათა იმავეს არ დაექვემდებარონ: ამის გამო „წყეულ იყავ... ყოველთა მჴეცთაგან", რადგან შენი სიბრძნე არა ჯეროვნად გამოიყენე; პირიქით, ის უპირატესობა, რომელიც ყველა ცხოველის წინაშე გქონდა, ყოველი ბოროტების მიზეზი გახდა. „გუელი, — ნათქვამია, — იყო უბრძნეს ყოველთა" საცხოვართა და „მჴეცთა" ქვეყანისათა (<span...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ნოეს წინასწარმეტყველური კურთხევანი (9:26-27):

...ნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორჩილებით შეიგონო. იგივე მოხდა დასაწყისშიც ცოლთან. მასაც თანასწორი პატივი ჰქონდა ქმართან, მაგრამ, რადგან მინიჭებული პატივით კარგად ვერ ისარგებლა, ხელმწიფებაც წაერთვა და მოისმინა: «და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ» (). ვერ შეძელ, ამბობს, ხელმწიფების კარგად გამოყენება, ასე რომ ისწავლე კარგად დამორჩილება, ვიდრე ცუდად მართვა. ასევე ქამიც ახლა, თავისი შეგონებისთვის ისჯება და თავის შვილში იტანს სასჯელს, რათა შენთვის ცნობილი იყოს, რომ თუმცა თავად უკვე მოხუცი იყო, სასჯელი მის შვილზე გადავიდა; ამან კი მისი ცხოვრება მწუხარე და სატანჯველი გახადა, იმ აზრით, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც შვილს უნდა ეტარებინა სასჯელი მისი შეცოდებისთვის. თუმცა, მისი შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს"** (). ის (კაცი) ბატონობს, ხოლო ეს (ქალი) დამორჩილებაშია, როგორც ღმერთმა თავიდანვე უთხრა მას: „ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ" (). ვინაიდან (ადამიანმა) ხატი (ღვთისა) ბატონობის უფლებით მიიღო და არა (გარეგნული) სახით, ხოლო ყველაფერზე ბატონობს კაცი, ქალი კი დამორჩილებაშია, ამიტომ პავლე ამბობს კაცზე, რომ ის არის „ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს". ხოლო თუ ის (გარეგნულ) სახეზე ლაპარაკობდა, ასეთ განსხვავებას (ქმარსა და ცოლს შორის) არ გააკეთებდა, რადგან ერთნაირი სახე აქვს კაცსაც და ქალსაც. ხედავ ჭეშმარიტების სისავსეს, როგორ არ ტოვებს არავითარ საბაბს ცარიელი კამათის მოყვარეთა გასამართლებლად? მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევწყვეტთ მათთვის დიდი სულგრძელობის გამოჩენას, „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (). არ შევწყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ,...

სრულად ნახვა