მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:15

14. ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად.15. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.16. და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.
დაბადებისა თავი 13
15. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):

ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ მოაწყობს იგი ყველაფერს ჩვენი ცხონებისთვის? მაშ, როცა იფიქრებ, რომ ღარიბი სიღარიბესთან იბრძვის და შიმშილისგან ილევა შენთვის და შენი სარგებლისთვის, ნუ ჩაუვლი თანალმობის გარეშე, არამედ ერთგული განმგებელი იყავი იმისა, რაც უფლისგან გერწმუნა, რომ ღარიბის საჭიროების დაკმაყოფილებით, თავადაც ზეციდან დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდე. ადიდე შენი უფალი იმის გამოც, რომ მან შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რომ შენ შეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწმუნებულის კეთილად გამოყენებით იმ ქებას ეღირსო, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და წარმოდგენას აღემატება, — რადგან გესმის: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). ამის გახსენებით, ღარიბებს როგორც ქველმოქმედებად მივიჩნიოთ, როგორც ისეთ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ ცხონების საშუალება მოგვცენ; მოწყალება გულუხვად და ცხელი მოშურნეობით გავუწიოთ, მოწყალების გაცემისას არასდროს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მართალთა თესლი და ჭეშმარიტი სიმდიდრე:

...წერილი ხშირად „თესლს“ უწოდებს არა იმას, რაც ბუნების მიმდევრობით იშობა, არამედ იმას, რაც სათნოებასთან ზიარებით არის. ამიტომაც პავლე, როცა განმარტავდა სიტყვებს: „ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე“ (), ამბობდა: „რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ“ (); „არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ“ (), არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი“ (). და კვლავ: „და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (). ხოლო რომ ეს იუდეველებზე არ თქმულა, ამას თვით საქმეები ცხადყოფს: რადგან თვითონ წყევლით სავსენი იყვნენ, სხვებისთვის კურთხევის მიზეზნი როგორ გახდებოდნენ? არამედ ეკლესიაზე ამბობს, რომელიც რწმენაში ზიარების მიხედვით მის თესლად იწოდება. ამგვარ...

სრულად ნახვა