მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:5

4. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ.5. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე.6. რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
5. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა (1,1).:

...ა, არამედ ხუცესთა ეკლესიისათა ეპისკოპოს უწოდდეს მაშინ, და ეგრეთვე, ეპისკოპოსსა — ხუცეს; ვითარ-იგი ტიმოთე ეპისკოპოსი იყო, ხოლო მოციქული ესრეთ მიუწერს, ვითარმედ: "დასხმითა შენდა ჴელთა ხუცობისათა" (), და ვითარმედ: "დიაკონებაჲ (რომელ არს მსახურებაჲ) შენი აღასრულე" (), რომლითა მასვე დიაკონცა უწოდს. და კუალად, ტიტეს მიუწერს, ვითარმედ: "ამისთჳს დამიტევე შენ კრიტეს, რაჲთა დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ეპისკოპოსნი და ხუცესნი" (), და აქაცა მღდელთა დადგინებასა ეპისკოპოს უწოდა, რამეთუ მაშინ ჯერეთ იზიარებოდეს ურთიერთას სახელთა ამათ, ხოლო აწ თითოეული თჳსითა სახელითა წეს არს სახელის-დებად.

გარნა კუალად საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს არა ერსაცა ქალაქისასა, არამედ მოყუასთა ხოლო მიუწერს ეკლესიისათა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რამეთუ მათ წარევლინა მისსა ეპაფროდიტე, თანა-წარცემითა საჴმრისაჲთა.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).

თარგმანი: მადლი მოგუეცა ნათლისღებისა მიერ მოტევებითა პირველ ქმნილთა ცოდვათაჲთა, ხოლო მშჳდობაჲ — ქრისტეს მიერ, რომელმან დამაგნა ღმერთსა მამასა, რომელი-იგი მისი მამაჲ არს ბუნებით...

სრულად ნახვა