მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:2

1. ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა.2. ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა.3. რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა;
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
2. ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა.
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი ნადიმი და მარხვის აზრი:

...საქმეთაგან განსხვავებით განსაზღვრულ დროებზე დამოკიდებული არ არის; სულიერზე საუბრისათვის დღის ყოველი ჟამი ხელსაყრელია. და რას ვამბობ, დღის ჟამზეო! დადგეს ღამეც — ისიც ხელს არ შეუშლის სულიერ სწავლებას. ამიტომაც პავლე წერდა ტიმოთეს: „ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც" (). ისმინე, რასაც ნეტარი ლუკა ამბობს: „განსლვად იყო პავლე ხვალისაგან" ტროადიდან, „ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა... და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე" (). ნუთუ დრომ რამე ხელი შეუშალა, მითხარი, ან გაწყვიტა სწავლების სიტყვა? ყურადღებიან მსმენელს სადილის შემდეგაც შეუძლია (სარგებლით) იყოს ამ სულიერ კრებაში, ხოლო დაუდევარი და უზრუნველი, თუნდაც უჭმელი დარჩეს, აქედან არანაირ სარგებელს ვერ გამოიტანს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მარხვის სიმკაცრე მოვადუნო — ნუ იყოფინ! — პირიქით, მარხულთ ძალიან ვაქებ და მოვიწონებ, მხოლოდ მინდა, რომ სულიერი საქმეები გონიერი მსჯელობით აღასრულოთ და არა მხოლოდ ჩვეულებას მისდიოთ. სარცხვინო არ არის ამ სულიერ სწავლებაზე საკვების მიღების შემდეგ მოსვლა, არამედ (სარცხვინოა) უზრუნველი სულით მოსვლა, ვნებებზე დამორჩილება და ხორციელ გულისთქმათა დაუოკებლობა. სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:

...ებელად გუაქუნდეს

და აწ ჩუენცა, ძმანო, ნუ ყოვლადვე სიტყუატკბილობითა ვფუფუნებთ მორჩილობასა შინა ჩუენსა რწმუნებულთა ღმრთისა მიერ, არამედ ოდეს ვიხილნეთ მიდრეკილნი უწესოებისა მიმართ და სიტკბოებით ვერ განვკურნნეთ, შერისხვადცა და მხილებად ნუ გუეკდიმებინ, ვითარცა მოციქული იტყჳს: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“, ოდენ ორივე ნებისაებრ და მცნებისა ღმრთისა იქმნებოდენ. ნუცა კუალად ჩუენ უხუცეს-თა და უზეშთაესთაგან ჩუენთა ვენუკევთ ყოვლადვე სიტყუატკბილობით ლიქნასა, არამედ ოდეს შერისხვაჲ მოიწიოს, იგიცა მადლობით შევიწყნაროთ, რამეთუ სულთა ჩუენთა ორკერძოჲვე ესე წამალი ეჴმარების. ამის-თჳსცა ღმერთი სოფელსა ამას ესრეთ განაგებს: ოდესმე ამით ჯერითა და ოდესმე სხჳთა მით წესითა; და არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან შეუცვალებელ, არცა მწუხარებანი, არამედ ვითარცა-იგი ოდესმე დღე არნ და ოდესმე ღამე, ოდესმე ზაფხული და ოდესმე ზამთარი, ეგრეთვე ჩუენ შორის ოდესმე სიხარული არნ და ოდესმე მწუხარებაჲ, ოდესმე სნებაჲ და ოდესმე სიმრთელე. აწ უკუე ნუ გჳკჳრს, უძლურებაჲ თუ და სნეულებაჲ შეგუემთხჳოს, ვითარცა-იგი ოდეს მრთელ ვიყვნეთ, არა გჳკჳრს; ნუ მწუხარე ვართ, ოდეს გუელმოდის და შთავვარდეთ განსაცდელთა, ვითარცა-იგი არა მწუხარე ვართ ჟამსა სიხარულისა და განმარჯუებისასა, არამედ ორ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...ლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.

აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.

იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.

ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?

და აწცა სოფელსა შინა, უკუეთუ ესე...

სრულად ნახვა