მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:8

7. და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.9. გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
8. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ცრუმოძღვართა მოტყუება და დევნათა მაგალითი:

...ამ ქალებს ამართლებს, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან მკაცრად ემუქრება. რადგან, როდესაც თავი იმ გულისთქმებსა და ცოდვებში დამარხეს, მათი გონება გაქვავდა.

„ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა“ (). ვინ არიან ეს მოგვები, რომლებიც მოსეს დროს იყვნენ? და როგორ არის, რომ მათი სახელები სხვაგან არსად არის შეტანილი? ან უწერელად იყო გადმოცემული, ანდა სავარაუდოა, რომ პავლემ ეს სულისაგან იცოდა. ამბობს: „ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. გარნა არა წარემატნენ უფროჲს“ (). „რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო“ (). ამბობს: „გარნა არა წარემატნენ“ ()....

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უკანასკნელი ჟამები და ვერცხლისმოყვარება:

...ავ იმავეს აკეთებს და ამბობს: „ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი" (). და ამას მხოლოდ მომავალთაგან კი არ აჩვენებს, არამედ უკვე მომხდართაგანაც: „ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს" (), ამბობს. და კვლავ, მსჯელობიდანაც: „სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ" (). რას აკეთებს ამით? რათა არ შეძრწუნდეს ტიმოთე, არც ვინმე ჩვენგანი, როცა ბოროტი კაცები იქნებიან. თუ მოსეს დროსაც იყვნენ, ამბობს, და ამის შემდეგაც იქნებიან, საკვირველი არაფერია, რომ ჩვენ დროსაც იყვნენ.

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი" (). ამას დღეების ან ჟამების დასაძრახად კი არ ამბობს, არამედ იმ დროს მყოფი ადამიანების გამო. რადგან ჩვენც...

სრულად ნახვა