მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:9

8. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.10. ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მოძღვრის შრომა და რჩეულთა ცხონება:

... ეპისტოლეებში ყველგან ამას სვამს და ამბობს: „მსგავსად სახარებისა ჩემისაო“, ან იმიტომ, რომ მისი დაჯერება საჭირო იყო, ან იმიტომ, რომ სხვებიც სხვა რამეს ახარებდნენ.

„რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი“ () — ამბობს. კვლავ თავისი თავიდან შეჰყავს ნუგეში, კვლავ — შეგონება, და ამ ორი რამით ამზადებს მსმენელს: ერთი — ვნების გადატანა იცოდეს, მეორე — ეს ამაოდ არ ჩაიდინოს. სასარგებლოდ ვნებისას — სარგებელს მიიღებს, უსარგებლოდ ვნებისას კი — ზიანიც მოადგება. რადგან რა სარგებელია, თუკი აჩვენებ, რომ მოძღვარი იტანჯება, მაგრამ უსარგებლოდ? გასაოცარი ის არის — თუ რაიმე სასარგებლოს ემსახურება, თუ მოწაფეთა სასარგებლოდ არის. „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს“ (). ანუ, ამბობს, საერო ჯარისკაცები რომ ვყოფილიყავით, ანდა გრძნობადი ომი რომ გვებრძოლა, ამ ბორკილებს, ხელთა შემბორკვ...

სრულად ნახვა