მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:8

7. სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.8. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,9. რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
8. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მოძღვრის შრომა და რჩეულთა ცხონება:

...რ წყვეტს მის სასარგებლოდ ლოცვას, ვინაიდან, როგორც ჭეშმარიტი შვილისთვის, შიშით ფრთხის და ამბობს: „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი“ (). რად ახსენებს ამას აქ? უპირველეს ყოვლისა — მწვალებელთა საწინააღმდეგოდ; ამავე დროს — ტიმოთეს გასამხნევებლად და ვნებათა სარგებელის საჩვენებლად, რომ თვით ჩვენმა მოძღვარმა, ქრისტემ, ვნებით სძლია სიკვდილს. ამის გახსენება გქონდეს, ამბობს, და საკმარის ნუგეშინისცემას პოვებო. „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა“ () — ამბობს. რადგან მაშინდაგან დაიწყეს ზოგიერთებმა განგებულების გადაყირავება, ვინაიდან რცხვენოდათ ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადით. ისეთი იყო ის კეთილი, რაც ღმერთმა მოგვიყო, რომ ხალხს რცხვენოდა ამ სიკეთის მიწერა ღმერთისთვის დ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტესთან თანასიკვდილი და სასუფევლის სასოება:

...ირდები, ზეცაში კი მაძლევ? მცირეს არ მაძლევ და დიდს მინიჭებ? ამიტომ, რათა არავინ იფიქროს ეს, ამ საქმის დასაბუთებას უეჭველად წარმოაჩენს: წინასწარვე დებს მას და ნიშნებსაც აძლევს; რადგან სიტყვა „მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით“ () ამას ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ აღდგა; ახლა კი იმავეს კვლავ განმარტავს და ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ ვინც ზეციურ ცხოვრებას ეღირსა, საუკუნო ცხოვრებასაც მიაღწევს.

საიდან ჩანს, რომ იგი სარწმუნოა? რადგან, ამბობს: „უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ“ (). მითხარი, მასთან თანაზიარნი ვართ მწუხარე საქმეებში და იმაში, რასაც შრომა აქვს, კეთილებში კი აღარ? მაგრამ ამას ადამიანიც კი არ იზამდა: თუ თვითონ ოდესმე განსვენებაში აღმოჩნდება, მას, ვინც მასთან ერთად სიკვდილი და შევიწროება აირჩია, თავის თანაზიარად გახდომაზე უარს არ ეტყოდა....

სრულად ნახვა