მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 3:17

16. ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.“ ().

„ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.“ ().

„ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.“ ().

1. ღვთის შეწევნა და ჩვენი ღვაწლი

მათ არ მართებთ, რომ ყოველივე წმინდანთა ლოცვებს მიანდონ, თვითონ უქმად იყვნენ, ბოროტებას მიაშურონ და სათნოებისკენ მიმყვანი საშუალებებიდან არაფერს მოეჭიდონ; არც ის მართებთ, რომ კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ და იმ შემწეობას უგულებელყოფდნენ. რადგან ჩვენთვის აღვლენილ ლოცვას დიდი, მართლაც დიდი ძალა შესწევს, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც ვშრომობთ. ამიტომაც პავლე, როცა მათთვის ლოცულობს, სარწმუნო დასაყრდენს კვლავ აღთქმიდან იღებს და ამბობს: „ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

...), და ამით ცრუ წინასწარმეტყველებს მინიშნებით გულისხმობს.

მაშ, საიდან შევიტყობთ? — ამბობს იგი. ამ დამატებით; სწორედ ამისთვის დაურთო: „კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:" (). „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა." () ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს თვით ეს იყოს ნიშანი — ამის მიბაძვა სხვებსაც შეეძლოთ; არამედ იმას ამბობს, რომ მისალმებას საკუთარი ხელით წერს. ასევეა ახლაც ჩვენთან: ხელმოწერით ცხადი ხდება, ვისგან არის წერილი. ხოლო ბოროტებებით ძლიერ შეჭირვებულებს ნუგეშს აძლევს: მათ აქებს როგორც აწმყო საქმეთა, ისე მომავალთა გამო; სასჯელისა და მათთვის გამზადებულ სიკეთეთა საზღაურის შეხსენებითაც აღძრავს. შემდეგ ამ საკითხს უფრო ცხადად განიხილავს: თვით დროს არ ამხელს, მაგრამ დროის ნიშანს, ანტიქრისტეს, აჩვენებს. რადგან სუსტი სული ყველაზე მეტად მაშინ რწმუნდება, როცა უბრალოდ კი არ ისმენს,...

სრულად ნახვა