მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 3:1

1. ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,2. და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
1. ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.“ ().

„რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს,“ ().

„და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,“ ().

„რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა“ ().

1. შემაკავებელი ძალა და ანტიქრისტეს საცთური

ვინმემ შეიძლება, პირველ რიგში, სამართლიანად იკითხოს: საერთოდ რა არის „შემაკავებელი", ხოლო შემდეგ ისიც გაიგოს, თუ რატომ ამბობს მას ასე ბუნდოვნად პავლე. მაშ, რა არის ეს „შემაკავებელი" იმისა, რომ ანტიქრისტე გამოცხადდეს, ანუ რა აბრკოლებს მას? ერთნი ამბობენ, რომ ეს არის...

სრულად ნახვა
„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...მაგრამ ჯანმრთელობაც თავისთავად კეთილი არ არის, თუ ვინმე მას სათანადოდ კი არ გამოიყენებს, არამედ ბოროტი საქმისთვის ან უგუნური უსაქმურობისთვის; რადგან ესეც პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არ არის. ამიტომ პავლეც ამბობდა: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ (). მაგრამ ეს ყველაფერი საშუალო საგნებია და მათი მომხმარებლების მიხედვით ხან ერთი ხდება, ხან მეორე.

და რა საჭიროა ჯანმრთელობაზე, სნეულებაზე, სიმდიდრესა და სიღარიბეზე ლაპარაკი? რადგან თვით სიცოცხლე და სიკვდილი, რომელთაგან სიცოცხლე მრავალს სიკეთეთა უმთავრესად ეჩვენება, სიკვდილი კი ბოროტებათა მწვერვალად, თავისთავად არც ესენი არიან ასეთნი; ისინიც საშუალო საგნებს ეკუთვნიან და თითოეული მათგანი მომხმარებელთა განწყობის მიხედვით ხდება ერთიც და მეორეც. აი, რას ვამბობ: ცოცხლად ყოფნა კეთილია მაშინ, როცა ვინმე მას სათანადოდ იყენებს; მაგრამ როცა მას ცოდვებისა და ურჯულოებებისთვის იყენებენ, იგი უკვე კეთილი აღარ არის; ასეთი ადამიანისთვის სიკვდილი სჯობს. და კვ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის შეწევნა და ჩვენი ღვაწლი:

...უაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ“** (). „და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ ().

2. უქმობის მხილება და ძმური შეგონება

იხილე, როგორ უფრო ნაზად საუბრობს ამაზე პირველ ეპისტოლეში, როცა ამბობს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ () და „და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით“ (), და არსად ამბობს: „გამცნებ თქუენ“ (), არც იმას: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (), რაც საშინელი და საფრთხის შემცველი იყო; არამედ ამბობს „გარდამატებას“ და „პატივის-ცემის მოყვარეობას“, რაც სათნოებისკენ მომწოდებელი სიტყვა იყო. იქ ამბობს: „რაჲთა ხჳდოდით შუენიერად“ (

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

...), და ამით ცრუ წინასწარმეტყველებს მინიშნებით გულისხმობს.

მაშ, საიდან შევიტყობთ? — ამბობს იგი. ამ დამატებით; სწორედ ამისთვის დაურთო: „კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:" (). „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა." () ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს თვით ეს იყოს ნიშანი — ამის მიბაძვა სხვებსაც შეეძლოთ; არამედ იმას ამბობს, რომ მისალმებას საკუთარი ხელით წერს. ასევეა ახლაც ჩვენთან: ხელმოწერით ცხადი ხდება, ვისგან არის წერილი. ხოლო ბოროტებებით ძლიერ შეჭირვებულებს ნუგეშს აძლევს: მათ აქებს როგორც აწმყო საქმეთა, ისე მომავალთა გამო; სასჯელისა და მათთვის გამზადებულ სიკეთეთა საზღაურის შეხსენებითაც აღძრავს. შემდეგ ამ საკითხს უფრო ცხადად განიხილავს: თვით დროს არ ამხელს, მაგრამ დროის ნიშანს, ანტიქრისტეს, აჩვენებს. რადგან სუსტი სული ყველაზე მეტად მაშინ რწმუნდება, როცა უბრალოდ კი არ ისმენს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:

...ან ასწავა კაცთა; არამედ გევედრები, რაჲთა არა უწყალო ვიყვნეთ და ულმობელ, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა, მორწმუნეო, განკითხვაჲ უქმთა და მოქმედთაჲ, არამედ დაუყენებელად ყოფად წყალობისა. ისმინე პავლესი, რომელმან მრავალი ბრალობაჲ თქუა უქმობისაჲ და განაწესა, ვითარმედ: „რომელსა არა უნდეს საქმის, ნუცა ჭამნ“, ვითარი ხოლო შეუდგინა სიტყუაჲ: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲო“. არა შენ გიბრძანა, თუ: რომელი გლახაკი არა იქმოდის, ნუ მისცემ პურსა, არამედ მას ეტყჳს საქმისა ქმნად, ხოლო შენ გეტყჳს: „ნუ გეწყინებისო კეთილისა ყოფაჲ“.

გარნა შენ ფრიად გეწყინების; უკუეთუ სადმე მიგეპყრას პური ანუ დანგი ერთი და კუალად მოვიდის თხოად ჭირვეული იგი, მეყსეულად აყუედრი: არა გუშინ მოხუედო და წარიღე? რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უბადრუკო? უკუეთუ გუშინ ანუ ძუღუან მიიღო, სხუაჲ არღარა ეჴმარებისა საზრდელი?

რად არა შენსაცა მუცელსა დაუწესებ წესსა ამას და ეტყჳ: გუშინ და ძუღან განსძეღ, აწ ნუღარა ეძიებ! არამედ იგი დღითი-დღე უმეტეს ზომისა ჭამითა განსთქდების, და გლახაკი გეწყინების, რომლისაჲ უმეტეს თანა-გედვა წყალობაჲ, რომელ-იგი დღითი-დღე, იძულებული შიმშილისაგან და ნაკლულევანებისა, მოგიჴდების და გევედრებ...

სრულად ნახვა