მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:6

5. სახედ სიმართლისა, საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისათჳსცა გევნების.6. უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,7. და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
6. უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც პავლე ყოველთვის სწორედ მადლს აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და მასვე გამოითხოვს მათთვის, რადგან იცის: თუ მადლი იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სამწუხარო, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის