მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 1:2

1. პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა:2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.3. მადლობაჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს,
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 1
2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც პავლე ყოველთვის სწორედ მადლს აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და მასვე გამოითხოვს მათთვის, რადგან იცის: თუ მადლი იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სამწუხარო, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ძმური შეგონება და ეკლესიური მშვიდობა:

...იყო ლოცვა და არა უბრალოდ მეგობრობის ნიშანი. ამით იწყებდა და ამითვე ამთავრებდა; ნათქვამს ორივე მხრიდან დიდი ზღუდეებით შემოღობავდა, მტკიცე საძირკვლებს დებდა და დასასრულსაც მტკიცეს მოაყოლებდა. ამბობს: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“ (); და კვლავ: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.“ (). „ამინ.“ (). ეს უფალმაც აღუთქვა მოწაფეებს, როცა თქვა: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.“ (). მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ გვსურს; რადგან იგი ყველა შემთხვევაში არ იქნება ჩვენთან, თუ თავადვე გავშორდებით. ამბობს: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (). მაშ, ნუ განვდევნით მადლს....

სრულად ნახვა