მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:6

5. უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.6. ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.7. კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
6. ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს (9,6).:

თარგმანი: ვინაჲთგან მწუხარებაჲ მას თჳს-ეყვის, რომელსა მოეხუეჭოს თჳთ და მიეხუეჭებოდის სხუათაგან, ხოლო ესე, რომელ არს ნებსით მოწყალებისა ქმნაჲ, არა წარიგებვის, არამედ მსგავს არს თესვასა თესლისასა. და რომელი რიდობით (ესე იგი არს სიძჳრით და ორგულებით) სთესვიდეს, მცირეცა და უნდო იყოს სამკალი მისი; ხოლო რომელმან კურთხევით, ესე იგი არს უხუებით სთესოს, უხუებითცა მდიდრად მოიმკოს, რამეთუ კურთხევით მისცა, ესე იგი არს მხიარულებითა და უხუებითა მისაცემელისაჲთა მიმღებელთაგან იკურთხა მიცემაჲ მისი. და ეგრეთვე ესოდენ მდიდარ იყოს მოსაგებელი მისი, რომელ არა ხოლო მიმცემელისაგან მისაგებელთაჲსა იკურთხოს, არამედ მხედველთაგანცა, ვითარ-იგი უხუებით მთესველსა არა ხოლო უხუებით შეკრებაჲ მჭელეულისაჲ, არამედ კურთხევაჲცა თანაწარმავალთა გზისათაჲ დაუმკჳდრდების.

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):

...ვიყუროთ, არამედ იმაზე ვიფიქროთ, ვინც თავის თავზე მიიღებს ყველაფერს, რაც ღარიბთათვის კეთდება, ვინც ჯილდოს გვპირდება მოწყალებისთვის: მისკენ, მისკენ მიმართოთ გონება და მთელი გულმოდგინებით ვეცადოთ, უხვად ვთესოთ, სანამ დროა, რათა უხვი მოსავალიც მოვიმკოთ: ვინც, ნათქვამია, „სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს" (). მაშ, ნუ ძუნწი ხელით დავთესავთ ამ კეთილ თესლს, რათა თავის დროზე უხვად მოვიმკოთ. ახლა თესვის დროა: ნუ გავუშვებთ ხელიდან, რომ მიგების დღეს აქ დათესილის ნაყოფი მოვიმკოთ და ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ. ვერანაირი სხვა სათნოება ვერ ჩააქრობს ჩვენს ცოდვის ცეცხლს ისე, როგორც უხვი მოწყალება. იგი ჩვენს ცოდვებს ანადგურებს, ღვთის წინაშე კადნიერებას გვაძლევს და გამოუთქმელ სიკეთეთა ტკბობისთვის წინასწარ გვამზადებს. მაგრამ საკმაოდ ითქვა თქვენი აღშენებისთვის და იმის ახსნაც გავაკეთეთ, რომ მცირედის მიცემით, უფლისგან მეტს ვიღებთ. ჩვენი სიტყვა მოწყალების შეგონებისკენ გადაიხარა იმის გამო, რომ ვთქვით: პატრიარქმა ლოტს მიწის ნაწილი და თანაც საუკეთესო მიწაც კი დაუთმო, თავად კი უარესი აიღო და ამისთვის ღვთისგან ისეთი უხვი ჯილდო მიიღო, რომ ღმერთმა მას ყოველგვარ გონებასა და წარმოდგენაზე აღმატებული აღთქმა მისცა. **„აღიხილენ თუალნი შენნი, — ნათქვამია...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:

...უარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“. რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა თუ წარსაგებელი არს საქმე ეგე, სარგებელი არს და შესაძინელი, ვაჭრობაჲ არს კეთილი, სათესავი არს ნაყოფიერი. არა უწყია, ვითარმედ სადა თესლი იყოს, მუნ მკაჲცა იქმნების? ხოლო შენ უკუეთუ ყანისა ნაყოფიერისა თესვაჲ გენების, არა თუ შენი ოდენ სთესე, არამედ სხუათაგანცა ივასხი და ზღვევად გიჩნნ ესევითარისა ქუეყანისა თესვასა რიდობაჲ. ხოლო აწ წინამდებარე არს სათესავად ყანაჲ იგი ზეცისაჲ, რომელსა ვერ რომელი უწესობაჲ ჰაერთაჲ ავნებს, არამედ უეჭუელად ასეულად და ათასეულად მოგცემს ნაყოფსა. გცონის თესვად და ჰრიდებ; არა უწყია, ვითარმედ მრავალგზის რიდობაჲ მიზეზ იქმნის ზღვევისა, და არარიდობაჲ - მიზეზ შეძინებისა?

აწ უკუე განაბნიე საფასე, რაჲთა მრავალწილად შეიკრიბო. ნუ ჰმარხავ, რაჲთა არა წარსწყმიდო; წარაგე, რაჲთა შეიძინო; და უკუეთუ დამარხვაჲ გნებავს, ნუ დაჰმარხავ, რაჲთა არა ყოველივე წარსწყმიდო. მიანდვე ნამარხევი იგი ღმერთსა, რამეთ...

სრულად ნახვა