მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:20

19. და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.20. ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.21. რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
20. ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისთჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ (8,20).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: "მოვიმტკიცებთ ამას, ნუ ვინმე შემიმწინკულოს ჩუენ უხუებაჲ ესე, მსახურებული ჩუენ მიერ". ესე იგი არს, ვითარმედ ამისთჳს ესოდენ გამოცდილთა და წამებულთა კაცთა მოვავლინებთ მსახურებად საქმისა ამის, რამეთუ წინა-განვეკრძალვით, რაჲთა არავინ შეამწინკულოს უხუებაჲ ესე საჴმართა სიმრავლისაჲ, რომელი გუერწმუნების ჩუენ სამსახურებელად, რამეთუ ვინაჲთგან მრავალ იყვნეს საჴმარნი ქველისსაქმედ შეკრებილნი, ესე ოდენ კმა-ეყოფოდა უძლურთა მიზეზად იჭჳსა, — ნუუკუე მო-რასმე-იხუეჭენ წარმღებელნი იგი საჴმრისანი, და ამით სახითა შემწინკულებაჲ იქმნების მსახურებისა ჩუენისაჲ იჭჳსა მისგან უძლურთაჲსა. ესრეთ ყოვლით კერძო განკრძალულებისა სახედ მოგუცა მოციქულმან თავი თჳსი, კაცთა წამებულთა გამოარჩევს დაჴსნისათჳს იჭჳსა, და კუალად იჭუსა მას ვიეთმე ზედა მიაგდებს, და არა განცხადებულად ყოველთა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი.

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ძმის ავადმეტყველება და საცდურის განკურნება:

...ადო სიფრთხილით უნდა გავაკეთოთ, რათა უგუნური საბაბიც კი მოვსპოთ. ამიტომ პავლეც ფულის საქმეში ბევრ კაცს აგზავნიდა, ღარიბთა საზრდოს გადასატანად; მიზეზსაც ასახელებს და ამბობს: „ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ“ (). რადგან როდესაც დაინახა, რომ ისინი არასწორად დაბრკოლდებოდნენ, ეს არ უგულებელყო და არც არაფრად ჩააგდო; არამედ, რადგან შეეძლო საცდურის მოხსნა, თვით საცდურში ჩავარდნილებზეც წინასწარ იზრუნა. და კვლავ სხვაგან ამბობს: „უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო“ (). თუმცა ეს ყოველივე თავისთავად განურჩეველი იყო; მაგრამ მაინც, ამბობს, თუ ამას საცდური მოაქვს, თუნდაც მე არ მავნოს, საცდურში ჩავარდნილთა ცხონებას არ უგულებელვყოფ. რადგან თუ დათმობით ცხონებაზე უფრო დიდი ზიანი წარმოიშობა, მაშინ საცდურში ჩავარდნილი უგულებელყავი; ხოლო თუ ასეთი ზიანი არ წარმოიშობა, აღარ....

სრულად ნახვა