მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:6

5. და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი.6. არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა;7. არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
6. არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა;
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გარეშე — ბრძოლანი, შინაგან — შიშნი (7,6).:

თარგმანი: გარეშედ უწოდს ურწმუნოთა, რომელნი განცხადებულად ჰბრძოდეს მას სიტყჳსათჳს ჭეშმარიტებისა, ხოლო შინაგანად მორწმუნეთა უწოდს, რომელთათჳს ეშინოდა, ვითარცა უძლურთა სარწმუნოებითა; ნუუკუე დაიჴსნნენ სიმრავლისათჳს წინააღმდგომთაჲსა.

ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება:

...ფსალმ 146:3), და აჩვენებს, რომ თუნდაც უღირსნი ვიყოთ, რადგან მისი ქმნილება ვართ, ღმერთი თავის მოქმედებას არ მიატოვებს და მისთვის ჩვეულს არ დატოვებს. ასევე პავლეც ამბობს: „არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ“ (). და კვლავ: „სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა“ (). და იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (). ამიტომ, როცა ნუგეშის მიღება გსურს, თავი დაიმდაბლე და შენი გონება შემუსრე.

ეს მისი ნებისა, სახიერებისა და კაცთმოყვარეობის შესახებ ითქვა: მისი საქმეა გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა. შემდეგი კი მის ძალაზეა. „რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა“ (), ანუ: ვინც მათი რიცხვი იცის. რადგან საუბარი განბნე...

სრულად ნახვა