მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:7

6. მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა ამით და განვიდეთ უფლისა მიერ.7. რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ.8. ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
7. რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა მით და განვიდეთ უფლისა მიერ, რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ (5,6-7).:

თარგმანი: ესე არს მინდობაჲ სამარადისოჲ, რაჲთა უწყოდის კაცმან, ვითარმედ უცხო და მწირ არს ჴორცთა ამათ შინა და უცხოჲთ შემოსრულსა უეჭუელად განსლვაჲ უჴმს მიერ. და ესრეთ, არა უცხოებასა მას შემშჭუალულ იყოს, არამედ თჳსთა მიმართ მიისწრაფდეს. ესრეთ ცხად ყო რაჲ მოციქულმან, ვითარმედ წარმავალობითა ამის საწუთროჲსაჲთა მიეცემის კაცსა, რაჲთა არცა ჭირნი მისნი ეძჳნებოდინ, არცა საშუებელთა მისთა ზედა იხარებდეს. ამისსა შემდგომად გჳჩუენებს, ვითარმედ აწინდელი ესე სიზრქე ჴორცთაჲ — ზდუღე შუა-კედელ გუექმნების, ვერ მიახლებად ქრისტეს მიერსა მას ცხორებასა საუკუნესა. ამისთჳს წადიერ ვართ განსლვად ჴორცთაგან, რაჲთა უსაშუვლო და განუყოფელ ვიყვნეთ მახლობელობისაგან უფლისა. ხოლო კუალად, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "რაჲ? ნუუკუე ჴორცთა შინა მყოფნი ესე უცხო ვართა ქრისტესგან?" — ამისთჳს ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა ხილვით. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა სრულიად უცხო ვართ, არამედ აწ მერმისა მის ცხორებისა სასოებითა ვიქცევით, რამეთუ გურწამს მიმთხუევაჲ მისი, ხოლო ჯერეთ არღა ვხედავთ, არამედ გურწამს ოდენ, ვითარმედ აწ ვხედავთ სარკითა, ხოლო...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
10. სათნოების თავისუფლება და სულის ხსნა:

...გაიაზრე ისიც, რაოდენ დიდია პატივი — არა მხოლოდ ამით, არამედ შემდეგ დამატებული სიტყვითაც. რადგან როდესაც მიმიღებს, ამბობს, მაშინ მას უფრო ნათლად ვიხილავ, ვიდრე ახლა. რადგან ახლა „სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ“ (), მაშინ კი - „პირსა პირისპირ“ (). ხოლო როცა სული გამოხსნილი იქნება, სხეულიც ეზიარება სიკეთეებს.

„ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა“ (). როცა ეს ყოველივე ასეა, ამბობს, რატომ გეშინია აწმყო საგნებისა? რატომ გაწუხებს სიღარიბე? რატომ გეშინია შეძლებულისა? ხომ მოისმინე აღდგომის, კეთილთა ხვედრისა და ბოროტთა სასჯელის შესახებ? მაშ, ამის შემდეგ რაღად გეშინია ჩრდილებისა? რადგან...

სრულად ნახვა