თარგმანი: მინდობილ ვარ სიმტკიცით თქუმად, ვითარმედ: არცა ერთი აღჳრი უჴმდა პავლეს დამაყენებელად ზუაობისაგან, გარნა რაჲთა არა სხუათა ვიეთგანმე შეირაცხოს იგი ზეშთა კაცთა ბუნებისად, ამისთჳს, არა (ვითარ ვიეთმე ჰგონეს) ეშმაკისა მიერი ტკივილი თავისაჲ მიშუებულ იყო მის ზედა, რომელსა-იგი სხუათაჲ ძალ-ედვა, არა ხოლო მიცემაჲ ეშმაკისაჲ სატანჯველად ჴორცთა, არამედ კუალად განთავისუფლებაჲცა, რამეთუ ოფლი ოდენ მისი მაოტებელ იყო სენთა და ვნებათა საეშმაკოთა, არამედ წინააღმდგომთა ქადაგებისა თჳსისათა უწოდს საწერტელ ჴორცთა, რამეთუ ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო "სატან" ენითა ებრაელთაჲთა მჴდომსა სახელ-ედების. აწ უკუე, ქადაგ წინააღმდგომ და მჴდომ მოციქულისა ეწოდა ალექსანდრეს მჭედელსა, ჳმენეოსს და ფილიტოსს, რამეთუ ესრეთ წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, მესამესა თავსა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატან" (), ესე იგი არს მჴდომ და წინააღმდგომ. ეგრეთვე ქადაგ წინააღმდგომ მოციქულისა იყო ყოველი წინააღმდგომი, დამაყენებელი ქადაგებისა მისისაჲ, მდევნელნი, შემპყრობელნი, მცემელნი, რომელთა-იგი სატან უწოდს, ვითარცა...
2 კორინთელთა მიმართ 12:7
თარგმანი: ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო სატანა წინააღმდგომად ითქუმის ებრაულითა ენითა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატანა", ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო წინააღმდგომი, რომელიმცა ებრძოდა. ამას უკუე იტყჳს მოციქული, ვითარმედ არა ინება ღმერთმან, რაჲთამცა ქადაგებაჲ ესე ჩუენი უშრომელად წარემართა, რაჲთამცა ესრეთ დაამდაბლა გონებაჲ ჩუენი, არამედ მომცა "ანგელოზ სატანა", ესე იგი არს — ქადაგი წინააღმდგომი, ხოლო "ქადაგად წინააღმდგომად" ალექსანდრეს მჭედელსა და იმენეოსს და ფილიტოსს, რომელნი-იგი იტყოდეს თუ: აღდგომაჲ აწვე ქმნილ არსო, და წინა-აღუდგებოდეს მოციქულსა.
...რს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“** (). პავლეც ამბობს: „და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“ (). „და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა“ (), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (); ამიტომაც ამბობს: „სათნოდ მიმაჩნია ჭირებში, უძლურებებსა და დევნულებებში ყოფნა“ ()4. „რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ ().
ხედავ, პავლეც როგორ მეტად იღ...
...რათა, თუნდაც ახლა დიდი და სათნო კაცები სნეულნი ვიხილოთ, საცდურში არ ჩავვარდეთ; რადგან ტიმოთეს სნეულებაც სასარგებლოდ მოხდა. რადგან თუ პავლესაც მიეცა „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ (), რათა არ აღემაღლებინა თავი, ბევრად უფრო ტიმოთესთვის იყო საჭირო; რადგან ნიშნებს შეეძლო კაცი უგუნურებამდე აეტაცებინა. ამიტომ პავლე ტიმოთეს მკურნალობის წესს უქვემდებარებს, რათა ტიმოთეც ზომიერებაში იყოს, სხვებიც საცდურში არ ჩავარდნენ და ისწავლონ, რომ ის დიდი და სათნო კაცებიც ჩვენი ბუნებისანი იყვნენ და ასე აღასრულებდნენ იმას, რასაც აღასრულებდნენ. მე კი მგონია, რომ ტიმოთე სხვაფრივაც სნეული იყო, და ამას აჩვენებს, როცა ამბობს: „ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“ (), ანუ არა მხოლოდ სტომაქის, არამედ სხეულის სხვა ასოთა გამოც. მაგრამ ამის გამო არ შეეფერებოდა, რომ ღვინით თავშეუკავებლად გაძღომოდა, არამედ მხოლოდ იმდენად მიეღო, რამდენიც ჯანმრთელობისთვის იყო საჭირო, და არა ფუფუნები...
...ავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“** (). ახლა კვლავ ნეტარ პავლესაც მოუსმინე, რომელიც ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ ().
მაგრამ, იტყვის ვინმე, აქ საუბარია თავმდაბლობაზე. არამც და არამც, ეს ასე არ არის: მას საწერტელი იმისთვის არ მისცემია, რომ თავმდაბალი ყოფილიყო, და არც მხოლოდ თავმდაბლობის გამო თქვა ეს, არამედ სხვა მიზეზთა გამოც. მაშ, იხილე, როგორ ამართლებს ღმერთი თავის განგებას: მას არ ეუბნება: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (), რათა არ ამაღლდე, არამედ რას ამბობს? ამბობს: „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (). ამრიგად, ორი რამ ერთად ხდებოდა: მოვლენები ცხადად ჩნდებოდა და ყოველივე ღმერთს მიეწერებოდა. ...
...როგორც დევნათა წარმოშობასაც უშვებს, ასევე უშვებს, რომ წმინდანებმა მრავალი რამ არ იცოდნენ, რათა სიმდაბლეში დარჩნენ. ამიტომაც პავლე ამბობდა: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო" (); და კიდევ, რათა სხვებსაც დიდი რამ არ წარმოედგინათ პავლეს შესახებ. რადგან, თუ სასწაულების გამო ისინი ღმერთებად მიიჩნიეს, მით უფრო ასე მიიჩნევდნენ, მუდამ ყოველივეს მცოდნეები რომ ყოფილიყვნენ. ამას კვლავ თვითონაც ამბობს: „ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან" (). და კვლავ, მოისმინე პეტრეს სიტყვებიც, როცა მან კოჭლი განკურნა: „ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?" (). ხოლო თუ მაშინაც კი, როცა ისინი ამას ამბობდნენ და ასე იქცეოდნენ, მცირე და უმნიშვნელო საქმეებიდანაც ასეთი ბოროტი ეჭვები...
...მეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“; და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“; და პავლე იტყჳს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“. ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.
ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა.
აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ვისწრაფით განგდებად ჩუენგან სარგებელი...