მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:28

27. შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა.28. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.29. ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
28. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 11. იმის შესახებ, რომ სათნოებისთვის დიდი მოშურნეობაა საჭირო
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. პავლეს მხურვალე სიყვარული და შეგონება სათნოებისკენ:

...წინაშე. სიტყვებით „გარეშე მისა" (გარდა სხვისა) მან მიანიშნა, რომ ბევრად მეტია გამოტოვებული, ვიდრე ნათქვამი. და ამაზეც არ გაჩერდა, არამედ გვიჩვენებს მასთან სიმრავლით მომდინარე ხალხისგან განცდილ შეწუხებასაც, და ამბობს: „გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ" (). აი, ეს ღვაწლიც, ცალკე რომ ყოფილიყო, საკმარისი იქნებოდა სათნოების უმაღლეს მწვერვალზე ასაყვანად. „ზრუნვაჲ, — ამბობს, — ყოველთა ეკლესიათაჲ" — არა ერთისა, არა ორისა და სამისა, არამედ იმდენისა, რამდენიც მთელ ქვეყანაზე იყო. რამდენადაც ფართოა მიწა, რომელსაც მზე თავისი სხივებით ანათებს, იმდენადვე ფართო იყო ამ ნეტარის მზრუნველობა და ზრუნვა. აი, რა ფართო გულია! აი, რა დიადი სულია! მაგრამ ის, რაც შემდეგ მოდის, ასე ვთქვათ, ყველა ნათქვამს ფარავს. „ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?" (). აი, რა ნაზია ამ კაცის სიყვარული! აი, როგორი სიფხიზლეა! აი, როგორი მზრუნველობაა! რომელი დედა ისე გვემება შინაგანად ცხელებით მოცულ და საწოლზე მდებარე შვილისთვის, როგორც ეს ნეტარი უძლურებდა უძლურთათვის, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, და აღელვებული იყო შეცთუნებ...

სრულად ნახვა