თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ჭირთა შრომანი და შრომათა მოციქულისათა ჭირნი ეცვალებიან, რამეთუ ჭირ არს შემთხუევაჲ განსაცდელთა სხუათა მიერთაჲ, ხოლო შრომა — თჳთ თავით თჳსით მოღუაწებითა განკაფაჲ ჴორცთა თჳსთაჲ; რამეთუ, ოდეს აქუნ, იმარხავნ ქონებულისაგან, ხოლო ოდეს არა აქუნ, შიინ ნაკლულევანებისაგან, შიშუელ არნ და უსართულო, შეწუვულ სიცხითა დღისაჲთა და განყინულ ნეფხვითა ღამისაჲთა, და ამას ყოველსა შინა არა ხოლო მოთმინე და თავსმდებელ, არამედ მხიარულებით მმადლობელცა არნ, რამეთუ ყოვლისავე შემთხუევისა ძჳრთაჲსა თავს-დებად მარადის განმზადებულ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ ამას იტყჳს, თუ რაოდენნი ჭირნი თავს-ისხნა, ხოლო ამას დაიდუმებს, თუ რაოდენ ბევრ იყვნეს ნამუშაკევნი იგი ღუაწლთა მისთანი, რომელნი მან მოიყვანნა სარწმუნოებად ქრისტესსა.
2 კორინთელთა მიმართ 11:27
26. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან,27. შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა.28. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11