მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:9

8. რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.9. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,10. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
9. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა (1,9).:

თარგმანი: ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. ამისთჳს მომლოდეობაჲ იგი პავლეს გონებითა განჩინებულისა სიკუდილისაჲ ღმერთმან თანა-წარჰჴადა. ხოლო ამას ნუვინ ჰგონებს, ვითარმედ ამისღა სახისა მიერ განისწავლა მარადის სასოებით მოთმინებად განმზადებული მოციქული, არა მინდობად თავისა, არამედ ღმრთისა. ესე მისთჳს ნუ იყოფინ! არამედ სახე ესე მის ზედა ქმნილისა ჭირთაგან ჴსნისაჲ სხუათა კაცთა მასწავლელ არს ღმრთისა მიმართ დადებად სასოებისა, დაღაცათუ უზეშთაესი ამათ მოსწავლეობათაჲ, და ყოველთა მასწავლელი თავი თჳსი მოციქულმან მოსწავლეთა თანა ესევითარისათა შეჰრთო, ყოვლად სიმდაბლითა გონებისაჲთა.

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უფლის სახელით ძლევა გამოუვალობაში:

...ვაშიც (); ესვე - მოციქულების შემთხვევაშიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,“ (). „ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.“ ().

თითქოს ამბობდა: თვითონ გახდა ჩემი ძალა და შეწევნა. რას ნიშნავს, როცა ამბობს: „გალობაჲ ჩემი“ ()? ჩემი დიდებაა, ჩემი ქებაა, ჩემი სამკაულია, ჩემი ბრწყინვალებაა. რადგან მხოლოდ საფრთხეებისგან კი არ ათავისუფლებს, არამედ ბრწყინვალეებად და სახელოვნებადაც ხდის; და ყველგან შეიძლება ამის ხილვა - ხსნა დიდებით ეძლევა. ამით კიდევ სხვა რამესაც მიანიშნებს. რას? რომ ეს არის ჩ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უკვდავი სიმართლე და ბნელში ნათელი:

...2 კორ 1:8). ხედავ ბნელს? მაგრამ შემდეგ ამბობს: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი“ (), და „რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ“ (). ხედავ, როგორ ამობრწყინდა ნათელი?

განიხილე ეს სამ ყრმაზეც. რადგან დაწვას მოელოდნენ, მაგრამ უაღრესად სუფთა ცვარით დატკბნენ. ასევეა დანიელზეც და სხვა წინასწარმეტყველებზეც. თუ ვინმეს სურს ეს სხვა აღმყვანებელი გაგებით მიიღოს, დაინახავს, რომ ეს მთელ სამყაროშიც მოხდა. რადგან, როცა ბნელს მიწა და ზღვა ეპყრა და ცდომილება ყველგან იყო დაღვრილი, ქვემოდან ამობრწყინდა სიმართლის მზე. რადგან მაშინდელმა ადამიანებმა, ზეცა რომ მიატოვეს, ღმერთს მიწაზე ეძებდნენ; ამიტომ...

სრულად ნახვა