...თ, რამდენიც გამოსაკვებად კმარა; ისეთი უნდა შევიმოსოთ, რაც მხოლოდ ჩვენს დაფარვასა და სიშიშვლის დაფარვას ემსახურება — ზედმეტი არაფერი. ამას კი უბრალო სამოსელიც შეძლებს. შემდეგ ამით შეაგონებს და ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე“ ().
2. სიმდიდრის გულისთქმა და სარწმუნოების ღვაწლი
მოციქულმა უბრალოდ მდიდრები კი არ თქვა, არამედ გამდიდრების მოსურნენი. რადგან შესაძლებელია, ვინმეს ფულიც ჰქონდეს, კეთილად განაგებდეს მას, არაფრად აგდებდეს და ღარიბებს უნაწილებდეს. ამრიგად, ასეთებს კი არ ამხელს, არამედ მათ, ვისაც სიმდიდრე სწყურია. ხოლო ვისაც გამდიდრება სურს, ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად“ (); აქ მოციქული მახეს ეშმაკის მახედაც წარმოაჩენს. კარგად თქვა - დაანთქნიან, რადგან ისე ჩაძირავენ,...