...1 ტიმ 6:7); ბუნება შიშველი მოვიდა და შიშველი წავა. ამიტომ ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება; თუ არაფერი შემოგვიტანია, არც რაიმეს მქონენი წავალთ. „ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ“ (). იმდენი და ისეთი უნდა ვჭამოთ, რამდენიც გამოსაკვებად კმარა; ისეთი უნდა შევიმოსოთ, რაც მხოლოდ ჩვენს დაფარვასა და სიშიშვლის დაფარვას ემსახურება — ზედმეტი არაფერი. ამას კი უბრალო სამოსელიც შეძლებს. შემდეგ ამით შეაგონებს და ამბობს: „ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე“ ().
2. სიმდიდრის გულისთქმა და სარწმუნოების ღვაწლი
მოციქულმა უბრალოდ მდიდრები კი არ თქვა, არამედ გამდიდრების მოსურნენი. რადგან შესაძლებელია, ვინმეს ფულიც ჰქონდეს, კეთილად განაგებდეს მას, არაფრად აგდებდეს და ღარიბებს უნაწილებდეს. ამრიგად, ასეთებს კი არ ამხელს, არამედ მათ, ვისაც სიმდიდრე სწყურია....