მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:20

19. და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა, რაჲთა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა.20. ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა,21. რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს. მადლი შენ თანა. ამინ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
20. ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა,
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.“ ().

1. მცნების დაცვა და ღმრთისადმი სასოება

კვლავ ღმერთს იმოწმებს, როგორც ცოტა ხნის წინაც გააკეთა: ერთდროულად შიშს აძლიერებს, მოწაფეს უფრო მტკიცედ ამყარებს და აჩვენებს, რომ მცნებები ადამიანური არ არის. ამიტომ მოწაფემ ეს ბრძანება ისე უნდა მიიღოს, თითქოს თვით მეუფისგან იღებდეს, მუდამ გონებაში ჰყავდეს მოწმე, ვისგანაც ეს მოისმინა, და ამ ხსოვნით გონება შეიძრას. ამბობს: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა:

...თუმცა თჳთოეულად მათთა სიტყუათა და საქმეთა ვიტყოდეთ, ფრიადი სიცილი იქმნების, რასა იგინი იტყოდეს ღმრთისათჳს და სულისათჳს და ნივთისათჳს. ხოლო მე იგი დაუტევო ყოველი და ამას გეტყჳ: წერილთასა ისმენდით და ისწავლიდით და მრავალმეტყუელებასა მწვალებელთასა გარეწარჰჴდეთ, ვითარცა ნეტარი პავლე ამცნებს ტიმოთეს, რომელიიგი სავსე იყო სიბრძნითა და აქუნდა ძალიცა სასწაულთა ქმნად. მისი უკუე ვისმინოთ და ამაონი სიტყუანი შორს-ვყვნეთ ჩუენგან და მოვიგნეთ საქმენი კეთილნი, ძმათმოყუარებაჲ და მოწყალებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა