...ლისმოქმედებისანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა, რაჲთა რომელსამე ვითარცა ნათესავსა ვსწყალობდეთ, და რომელსამე - ვითარცა მეგობარსა, და რომელსამე - ვითარცა მეცნიერსა, და რომელსამე - ვითარცა კაცსა ჩუენისა ბუნებისასა. ხოლო უკუეთუ ყოველი ესე შეურაცხ-ვყოთ, გუესმეს პავლეს მიერ, ვითარმედ: „უძჳრეს ხარ შენ წარმართთასა“, რამეთუ მათ, რომელთა არარაჲ ასმიეს მოწყალებისა და სასუფეველისათჳს, გძლეს მოწყალებითა. ხოლო შენ, რომელსა გისწავიეს მტერთაცა სიყუარული, მეგობარნიცა მტერად გიჩნანა და ოქროჲ უფროჲს გეწყალის, ვიდრე კაცნი? ვინაჲ შემოვიდა ესეოდენი ესე უწყალოებაჲ და ბოროტებაჲ? რამეთუ უკუეთუმცა ვინმე დაჯდა ადგილსა მაღალსა განცდად საქმეთა კაცობრივთა, რაოდენმცა იტირა და მწუხარე იქმნა, და რაზომცა განიკითხა იგი?
რამეთუ საქმეთა ვიქმთ, რომელნი ღირს არიან სიცილისა და კიცხევისა: იგი ვინმე ზრდის ძაღლთა ნადირობად ველურთა ნადირთა, და თჳთ უუგუნურეს ნადირთასა იქმნების; სხუაჲ ზრდის ქორთა და შავარდენთა და ოქროსა ფრიადსა წარაგებს ესევითართა ზედა და კაცთა შიმშილითა მომყმართა არა მიჰხედავს; სხუაჲ კუალად ოქროსოფიოთა და მარმარილოთა კრებს და დაასხამს კედელთა და გლახაკთა შიშუელთა მცირესაცა სამოსელსა არა მისცემს; და ურიცხუნი აქუნდიან სამოსელნი, და გლახაკთა ერთიცა არა აქუნ.
დ...