მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:25

24. რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან.25. ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
25. ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.“ ().

1. მოძღვრის მიუკერძოებლობა და ხელდასხმის სიფრთხილე

ეპისკოპოსებზე, დიაკონებზე, კაცებზე, ქალებზე, ქვრივებზე, ხუცესებზე და ყოველივე დანარჩენზე საუბრისა და იმის ჩვენების შემდეგ, თუ რამდენზე ვრცელდება ეპისკოპოსის უფლებამოსილება, განკითხვაზე საუბრისას დასძინა: „ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). და ამის შემდეგ საშინელი სიმძაფრით ამცნებს; რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე საყვარელი შვილი იყო, ამის თქმა არ მოჰრიდებია. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის