„ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.“ ().
1. მოძღვრის მიუკერძოებლობა და ხელდასხმის სიფრთხილე
ეპისკოპოსებზე, დიაკონებზე, კაცებზე, ქალებზე, ქვრივებზე, ხუცესებზე და ყოველივე დანარჩენზე საუბრისა და იმის ჩვენების შემდეგ, თუ რამდენზე ვრცელდება ეპისკოპოსის უფლებამოსილება, განკითხვაზე საუბრისას დასძინა: „ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). და ამის შემდეგ საშინელი სიმძაფრით ამცნებს; რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე საყვარელი შვილი იყო, ამის თქმა არ მოჰრიდებია. <span...