„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().
1. მოძღვრის ხელმწიფება და წერილთა შესწავლა
საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რისი სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და პირიქით, თუ იმაზე ასწავლი, რაზეც ბრძანება გვმართებს, იმავესვე დაითმენ. რას ვგულისხმობ? ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, კაცმა იუდეველობას რომ არ უნდა მიჰყვეს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი...