„ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა, აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.“ ().
1. სარწმუნოებისგან განდგომა და ქმნილების სიკეთე
როგორც რწმენას მტკიცედ ჩაჭიდებულნი საიმედო ღუზას ეყრდნობიან, ასევე რწმენისგან განვარდნილნი ვერსად დგებიან; აქეთ-იქით მრავალი ხეტიალის შემდეგ ბოლოს თვით წარწყმედის უფსკრულებში მიექანებიან. ეს პავლემ უკვე ცხადყო, როცა თქვა, რომ ზოგნი უკვე „სარწმუნოებისაგან განცჳვეს“ (). ახლაც ამბობს:...