მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:14

13. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა;14. ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.15. ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
14. ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().

1. მოძღვრის ხელმწიფება და წერილთა შესწავლა

საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რისი სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და პირიქით, თუ იმაზე ასწავლი, რაზეც ბრძანება გვმართებს, იმავესვე დაითმენ. რას ვგულისხმობ? ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, კაცმა იუდეველობას რომ არ უნდა მიჰყვეს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის არჩევანი და მოძღვრის კეთილი ბრძოლა:

...აქ კი იგი მრავალ წინასწარმეტყველებას გულისხმობს: შესაძლოა, იმასაც, რომლითაც იგი მიიღო, როცა წინადაცვითა, და იმასაც, როცა ხელი დაასხა, როგორც თავადაც წერს: „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი“ (). ამგვარად, როცა მას გამოაფხიზლებს, ფხიზლად ყოფნისა და მღვიძარებისათვის განამზადებს, ახსენებს ღმერთს, რომელმაც აირჩია და ხელი დაასხა; თითქოს ეუბნებოდეს: ღმერთმა აგირჩია, მანვე მოგანდო ეს საქმე; ადამიანური კენჭისყრით არ დამდგარხარ; ნუ შეურაცხყოფ და ნუ შეარცხვენ ღვთის არჩევანს.

შემდეგ, რადგან „მცნება“ თქვა და ეს უფრო მძიმე ჟღერდა, რას ამბობს? „ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე“ (). როგორც შვილს, და თანაც ჭეშმარიტ შვილს, ისე ავალებს. რადგან არა მბრძანებლის უფლებით, არა ბატონურად და არც ძალაუფლებით, არამედ მამობრივად ამბობს: შვილო ტიმოთე. ხოლო ეს...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა (1,1).:

...თა.

მოციქულისაჲ: ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა (1,1).

თარგმანი: არათუ მრავალ ეპისკოპოს იყვნეს ერთსა შინა ქალაქსა, არამედ ხუცესთა ეკლესიისათა ეპისკოპოს უწოდდეს მაშინ, და ეგრეთვე, ეპისკოპოსსა — ხუცეს; ვითარ-იგი ტიმოთე ეპისკოპოსი იყო, ხოლო მოციქული ესრეთ მიუწერს, ვითარმედ: "დასხმითა შენდა ჴელთა ხუცობისათა" (), და ვითარმედ: "დიაკონებაჲ (რომელ არს მსახურებაჲ) შენი აღასრულე" (), რომლითა მასვე დიაკონცა უწოდს. და კუალად, ტიტეს მიუწერს, ვითარმედ: "ამისთჳს დამიტევე შენ კრიტეს, რაჲთა დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ეპისკოპოსნი და ხუცესნი" (), და აქაცა მღდელთა დადგინებასა ეპისკოპოს უწოდა, რამეთუ მაშინ ჯერეთ იზიარებოდეს ურთიერთას სახელთა ამათ, ხოლო აწ თითოეული თჳსითა სახელითა წეს არს სახელის-დებად.

გარნა კუალად საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს არა ერსაცა ქალაქისასა, არამედ მოყუასთა ხოლო მიუწერს ეკლესიისათა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რამეთუ მათ წარევლინა მისსა ეპაფროდიტე, თანა-წარცემითა საჴმრისაჲთა.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).

თარგმანი: მადლი მოგუეცა ნათლისღებისა მიერ მოტევებითა პირველ ქ...

სრულად ნახვა