მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:8

7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.8. მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;9. ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
8. მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ისაკის ოცწლიანი ლოცვა და მისი ნაყოფი (25:21-26):

...ყოფო საშო შვილოსნობისკენ. ხედავთ ლოცვის ძალას — როგორ შეძლო თავად ბუნების დაძლევაც? მივბაძოთ ისაკს ჩვენც ყველანი: ასევე მუდმივნი ვიყოთ ლოცვებში, ფხიზელი სულით, შემუსვრილი გულით. მოვისმინოთ პავლეს შეგონება: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). ვეცადოთ, ყოველთვის თავისუფალნი ვიყოთ სულიერი შფოთისგან და გონება მშვიდობაში ვინარჩუნოთ, განსაკუთრებით ლოცვის ჟამს, როცა ღვთის განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა გვჭირდება. თუ იგი ხედავს, რომ ლოცვას თავისივე დადგენილი კანონებით აღვასრულებთ, მალე მოგვანიჭებს თავისი ნიჭების სიუხვეს, რომელთა ღირსნიც გავხდეთ ჩვენ ყველანი.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლისა თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. პატრიარქის სიმტკიცე ღვთის აღთქმისადმი (13:17-18):

...თუმცა ახლახან მოაწყო კარავი, მაშინვე მადლიერება აღუვლინა უფალს მისგან მიღებული აღთქმისთვის. და ყველა ადგილზე, სადაც კი დასახლდებოდა, უპირველეს ყოვლისა ამაზე ზრუნავდა — საკურთხეველს აშენებდა, ლოცვებს აღავლენდა და ასრულებდა მოციქულის მცნებას, რომელიც ბრძანებს, ყველა ადგილზე „ლოცვაჲ... აპყრობად წმიდად ჴელთა" (). ხედავ სულს, რომელსაც ღვთის სიყვარულმა ფრთები შეასხა და ყველაფრისთვის მადლობას აღავლენს? იგი არ ელოდა აღთქმის აღსრულებას, არამედ თავად აღთქმისთვის მადლობს და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ წინანდელისთვის მადლიერების გამოხატვით თავისი უფალი აღთქმის აღსრულებისკენაც განაწყოს.

5. რწმენა ზეციურ მემკვიდრეობაში

ამ მართალს მივბაძოთ ჩვენც, მტკიცედ დავეყრდნოთ ღვთის აღთქმებს, — და ნუ დააკნინოს ჩვენი მოშურნეობა დროის ხანგრძლივობამ, ნუ შეარყიოს ჩვენი ზრახვები რაიმე წინააღმდეგობამ. პირიქით, ღვთის ძალაზე მინდობილნი, ისეთი გულწრფელი რწმენა გამოვიჩინოთ, თითქოს აღთქმების აღსრულება უკვე ჩვენს თვალწინ გვქონდეს. ხომ ჩვენთვისაც აღუთქვამს უფალს დიდი, უჩვეულო და ჩვენს წარმოდგენაზე აღმატებული ნიჭები: ვგულისხმობ ცათა სასუფევლის მემკვიდრეობას, გამოუთქმელ სიკეთეთა თანაზიარობას, ანგელოზებთან ერთად ცხოვრებას, ჯოჯოხეთისგან გათავისუფლებას. მაგრამ ნუ...

სრულად ნახვა
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. აბრაამის საკურთხევლები და ეგვიპტეში გადასახლება (12:7-10):

...ი დადგა, კვლავ, ნათქვამია, „აღუშენა საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა". ხედავ სიბრძნისმოყვარე სულს? ხედავ, როგორ იმას, რის შესახებაც მოგვიანებით წერდა და მოუწოდებდა ქვეყნიერების საკვირველი მოძღვარი, ნეტარი პავლე, რომ: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა" (), — როგორ ამას წინასწარ უკვე აღასრულა პატრიარქმა თავად საქმით, „ყოველ ადგილზე" საკურთხეველს აღაშენებდა და უფლისადმი მადლობას აღავლენდა? იცოდა მან, კარგად იცოდა, რომ ღმერთი ადამიანისგან თავისი უთვალავი და გამოუთქმელი ქველმოქმედებისთვის არაფერს ისე არ მოითხოვს, როგორც მადლიერ და ქველმოქმედებისთვის აღიარებით სავსე სულს. მაგრამ ვნახოთ კიდევ, როგორ გადასახლდება მართალი აქედანაც. „და აღიტრა, — ნათქვამია, — აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა" (). შეხედე კვლავ მის ღვთისმოყვარე სულსა და დიდ სიბრძნისმოყვარეობას. კვლავ, ნათქვამია, წავიდა აქედან და „ილაშქრა უდაბნოსა შინა". რატომ წავიდა იქიდან? ალბათ ხედავდა, რომ ზოგიერთი მცხოვრები მის ყოფნით უკმაყოფილო იყო. ამიტომ, სურდა რა თავისი არაჩვეულებრივი სიმშვიდისა და იმის ჩვენება, თუ რამდენად აფასებდა სიმშვიდეს, და არავისთან არაფერი სა...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი:

...ვიშლის, თუ თავად ვიქნებით ფხიზლად. ხომ არ გვჭირდება ამისთვის განსაკუთრებული ადგილი ან დრო? ყველა ადგილი და ყველა დრო ხელსაყრელია ჩვენთვის ლოცვისთვის. მართლაც ისმინე, რას ამბობს ამავე ქვეყნიერების მოძღვარი: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). თუ შენი გული უწმინდური ვნებებისგან თავისუფალია, სადაც არ უნდა იყო — ბაზარზე, სახლში, გზაზე, სასამართლოში, ზღვაზე, სასტუმროში თუ სახელოსნოში — ყველგან შეგიძლია ღვთის მიმართ ილოცო და თხოვნილი მიიღო. ამის ცოდნით, გთხოვთ, მარხვასთან ერთად ლოცვის მიმართაც გამოვიჩინოთ მოშურნეობა, და მასში შევიძინოთ შემწე, რათა, ღვთის მადლის ღირსნი გავხდეთ, წარვმართოთ ეს ცხოვრებაც მისთვის სათნოდ, და მომავალშიც ღირსნი გავხდეთ მისი კაცთმოყვარეობისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი:

...ა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მნებავს ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა; ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა“. აწ უკუე, კაცო, ნუ სირცხჳლეულ-ჰყოფ ენასა შენსა. უკუეთუ არა, ვითარ შეწიროს შენთჳს ვედრებაჲ, ოდეს კადნიერებაჲღა თჳსი წარეწყმიდოს? არამედ შეამკვე იგი სიტკბოებითა, სიმდაბლითა, სახიერებითა, ღირსები-თა ღმრთისაჲთა; აღავსე იგი კურთხევითა, მოწყალებითა, რამეთუ იქმნების სიტყჳთაცა მოწყალებაჲ, რაჟამს ეტყოდის კაცი გლახაკსა სიმშჳდითა და მშჳდობითა; აღავსე კუალად პირი შენი ქებითა უფლისაჲთა და წურ-თითა საღმრთოთა წერილთაჲთა, ვითარცა წერილ არს: „ყოველი თხრობაჲ შენი იყავნ შჯულსა შინა უფლისასა“. ესრეთ რაჲ შევამკვნეთ თავნი ჩუენნი, მერმე მოუჴდეთ უფალსა და მეუფესა ჩუენსა და შეუვრდებოდით მუჴლთ-მოდრეკით, არა ხოლო გუამითა, არამედ გონებითაცა ლმობიერი-თა და მჴურვალითა.

გულისჴმა-ვყოთ, თუ ვის შეუვრდებით ანუ რაჲსათჳს შეუვრდებით და რასა ვითხოვთ. ღმერთსა შეუვრდებით, რომელი იხილონ რაჲ სერაბინთა, პირთა დაიფარვენ, რამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ით ძჳრუჴსენებლობისათჳს და წესიერად დგომისათჳს ეკლესიასა შინა:

...ა მოწყალე-ჰყავ ღმერთი შენ ზედა ჟამსა მას ლოცვისასა, მაშინ უფროჲსად განარისხებ მას: სახე გმოსიეს მვედრებელისაჲ და სიტყუათა აღმოიტყჳ მჴეცისათა, რამეთუ დიდი ბოროტი არს წყევაჲ მოყუსისაჲ ლოცვასა შინა.

ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა“. რამეთუ უკუეთუ ჟამსა მას ლოცვისასა ვერ ძალ-გიც მიტევებაჲ შეცოდებათა მოყუსისათა, სხუაჲ ოდეს-მე შეუძლო? უკუეთუ ოდეს-იგი შენდობისა ცოდვათა შენ-თაჲსა გიჴმდა თხოვაჲ, მაშინ მოყუასსა სწყევდე, ვითარ არა განრისხნეს ღმერთი შენ ზედა, რამეთუ რჩულსა მისსა შეურაცხ-ჰყოფ და მცნებათა მისთა გარდაჰჴდები? მან ბრძანა, მიუტევეო მოყუასსა, რაჲთა მიგეტევნენ შენ ცოდვანი, და შენ უფროჲსად მასვე ეტყჳ: მიაგე ბოროტი მტერსა ჩემსა; ვითარ იკადრებ ამას ესევითარსა სიტყუასა? არა თუ დაჰვიწყებიეს მას სიტყუაჲ თჳსი, არა თუ არა აჴსოვს, რაჲ-იგი გუამცნო, ამისთჳსცა თავსა ზედა შენსა მოაწევ რისხვასა მისსა ესევითარითა მაგით ძჳრის-ჴსენებითა.

ვითარ უკუე იკადრო ზიარებად უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა მაგით გონებითა? ვითარ მოიკითხო ძმაჲ შენი, რომლისათჳს ღმრთისა წინაშე წყევაჲ აღმოსთქუ? უწყოდე, უკუეთუ ამას იქმოდი, უძჳრეს ხარ კაცისმკლველთასა. არამედ ისმინეთ, მორწმუნენო, და ესევითარი...

სრულად ნახვა