მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:7

6. რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.8. მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.“ ().

1. შინაგანი მშვიდობა და ყოველი ღვთისმოსაობა

თუ მოციქულს სურს, რომ საერთო ომები, ბრძოლები და არეულობანი შეწყდეს, და ამის გამო მღვდელმსახურს მოუწოდებს, „მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა“ () ლოცვები აღავლინოს, მით უმეტეს კერძო ადამიანებსაც მართებთ ამის გაკეთება. ომების ყველაზე მძიმე სახეები სამია: პირველი — ეს საერთო ომია, როცა ჩვენთან მყოფ ჯარისკაცებს ბარბაროსები ებრძვიან; მეორე — როცა მშვიდობის დროსაც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით; მესამე — როცა თითოეული საკუთარ თავს ებრძვის. ეს უკანასკნელი კი ყველასაგან უმძიმესია. რადგან ბარბაროსთაგან მომავალი ის ომი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის