მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:6

5. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე,6. რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
6. რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. პავლეს მხურვალე სიყვარული ქრისტესადმი:

...ისი მადლიერი, თითქოს მე ერთი ვიყო მისგან შეყვარებული. „და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს". მაშ, ნუთუ მხოლოდ შენთვის ჯვარს ეცვა? ხომ არ თქვა თავადვე: „მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" ()? და შენ თავად ხომ არ თქვი, რომ მან თავი მისცა ჩვენ ყველასთვის ()? სწორედ ასეა, ამბობს; ამის თქმით, საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ჩემს სიყვარულს ვაკმაყოფილებ. მაგრამ შეხედე, კიდევ რას გვასწავლის თავისი სიტყვებით. ზემოთ მან თქვა, რომ მამამ „ჩუენ ყოველთათჳს მისცა" თავისი ძე; აქ კი ამბობს: ძემ „მისცა თავი თჳსი". იქ ასე თქვა, რომ ეჩვენებინა მამისა და ძის თანასწორმოაზრეობა და თანაპატივიერება, და მიანიშნა განგებულებაზე, რის გამოც სხვა ადგილასაც ამბობს: „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა" (), — ყველა ასეთ ადგილას განგებულებას ქადაგებს. ხოლო აქ გამოთქმა „თავი მისცა" იმისთვის გამოიყენა, რომ ეჩვენებინა: ძე ვნებას ნებაყოფლობით, და არა იძულებით, მიიღებდა; ჯვარი თავისი სურვილით ითმინა და მთელი კაცობრიობის ცხონების განგებულების ნდომით. მაშ, შეგვიძლია კი ჩვენ თანაზომიერი სიყვარული გამოვავლინოთ იმის მიმართ, ვ...

სრულად ნახვა