მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:15

14. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა,15. არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
15. არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა. მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.“ ().

1. დედაკაცის მდუმარება და შვილისშობით ცხონება

ნეტარი პავლე ქალებისგან დიდ კრძალულებას მოითხოვს, დიდ წესიერებას. ამის გამო იგი მხოლოდ გარეგნობასა და სამოსის წესიერებაზე კი არ ჩერდება, არამედ ხმამდეც მიდის; და რას ამბობს? „დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა“ (). რას ნიშნავს ეს? ეკლესიაში ქალმა ხმაც ნუ ამოიღოსო, ამბობს; ამასვე ამბობდა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერდა:...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოება თავისიანებზე ზრუნვით და კეთილი საქმეებით:

...მართლაც, მცირე საქმე არ არის ეს — შვილების აღზრდა. ხოლო შვილების აღზრდა უბრალოდ შვილების მხოლოდ გამოკვებას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ როგორც საჭიროა, ისე აღზარდო, როგორც ზემოთ ამბობს: „უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით“ (). ხედავ, როგორ ყველგან თავისიანთათვის გაწეულ კეთილმოქმედებას უცხოთათვის გაწეულზე წინ აყენებს? რადგან პირველად ამბობს და შემდეგ ასე აგრძელებს: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა“ ().

მაშ რა, თუ ღარიბია? ასეთ შემთხვევაშიც არც შვილების აღზრდის, არც სტუმართმოყვარეობისა და არც ჭირვეულთა შეწევნის შესაძლებლობას მოკლებულია. ორი წვრილი მონეტის ჩამდებ ქვრივზე უფრო ღატაკი ვერ იქნება; თუნდაც ღარიბი იყოს, სახლი აქვს; ცის ქვეშ ხომ არ ცხოვრობს. ამბობს: **„...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...— ვგულისხმობ შვილების აღზრდას — ქვრივებს ეკუთვნის, პავლესგან მოისმინე: „უკუეთუ შვილნი განზარდნა" (); და კვლავ: „არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან" — არ უთქვამს: „ქმრისაგან"„უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა." (). ჩაუდეთ მათ ღმრთის შიში სიყრმიდანვე და ეს ყველა მამაზე მეტად დაიცავს მათ; ეს დაურღვეველი ზღუდე იქნება. რადგან, როცა მცველი შიგნით არის დამკვიდრებული, გარეგანი საშუალებანი აღარ გვჭირდება; ხოლო როცა ეს მცველი არ არის, ყოველივე გარეგანი ამაო ხდება. ეს იქნება მათთვის სიმდიდრეც, დიდებაც და კეთილწესიერებაც; ეს მათ ბრწყინვალედ გახდის არა მხოლოდ მიწაზე, არამედ ცათა შინაც.

ნუ მიაპყრობ მზერას იმათკენ, ვინც ოქროს სარტყლებით არიან შემოსარტყლულნი, ნურც ცხენებზე ამხედრებულებისკენ, ნურც მათკენ, ვინც მამების გამო სამეფო სასახლეებში მოელვარენი არიან, ნურც მათკენ, ვისაც მხლებლები და აღმზრდელები ჰყავს. სწორედ ეს, შესაძლოა, აქცევინებს ქვრივებს ობლების გამო თავ...

სრულად ნახვა