მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:8

7. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.8. ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი;9. უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის-მკლველთა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
8. ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი;
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიყვარული და რჯულის მიზანი ქრისტეში:

...ნაგდო. რადგან თუ თვით ეს მცნებები დამრღვევებს სჯის და ჩვენთვის უსარგებლო ხდება, მით უმეტეს — ის წესები. ამბობს: „ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი; უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც“ (). ამბობს: კეთილია და არც არის კეთილი. რას ნიშნავს ეს? — იკითხავს ვინმე. თუ ვინმე მას რჯულიერად არ მოიხმარს, ნუთუ კეთილი არ არის? ასეთ შემთხვევაშიც კეთილია; მაგრამ მისი ნათქვამი ამას ნიშნავს: როცა კაცი მას საქმეებით აღასრულებს. რადგან მოციქულის სიტყვა „თუ ვინმე მას რჯულიერად მოიხმარს“ აქ სწორედ ამას აღნიშნავს. ხოლო როცა სიტყვებით განმარტავენ რჯულს, მაგრამ საქმეებით არღვევენ, ეს არის მისი ურჯულოდ მოხმარება; რადგან ასეთიც მოიხმარს რჯულს, მაგრამ არა საკუთარი სარგებლობისთვის. ამასთანავე, სხვა რამის თქმაც შეიძლება. კერძოდ რა? მაგალითად...

სრულად ნახვა