„ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.“ ().
1. სიყვარული და რჯულის მიზანი ქრისტეში
არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანთა მოდგმას, როგორც მეგობრობის უგულებელყოფა და მისი დიდი გულმოდგინებით არდაცვა; და, კვლავაც, არაფერი ისე არ აღადგენს ადამიანს, როგორც მეგობრობის მთელი ძალით ძიება. ამასვე ცხადყოფს ქრისტე, როცა ამბობს: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (); და კვლავ: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“ (). ამ უსიყვარულობამ შვა...