მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:16

15. სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.16. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.17. ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
16. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.“ ().

1. სარწმუნო სიტყვა ცოდვილთა ცხონებაზე

ღვთის კეთილმოქმედებანი იმდენად დიდია და ისე აღემატება ყოველ ადამიანურ მოლოდინსა და სასოებას, რომ ხშირად დაუჯერებლადაც კი ეჩვენებათ. რადგან რაც ადამიანურ გონებას არც მოუფიქრებია და არც მოულოდნია, სწორედ ეს მოგვანიჭა ჩვენ. ამიტომ მოციქულებიც დიდ სიტყვას უძღვნიან ამას, რათა სარწმუნოდ იქნეს მიღებული ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული ნიჭები. როგორც დიდ სიკეთეთა შემთხვევაშიც გვემართება და ვამბობთ: ხომ არ არის სიზმარი? ამას ურწმუნოების გამო ვამბობთ; ასევე ხდება ღვთის ნიჭებთან...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული სიმართლე და საკვირველებათა ხსოვნა:

...1 ტიმ 1:12), „რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე“ (), „რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ“ (). და კიდევ? მეძავი რომ დაესაჯა, როდისღა შეიცვლებოდა იგი? ან კიდევ? მებაჟე მათესთვის მებაჟეობის ჟამს, მის შეცვლამდე, რომ სასჯელი მოეთხოვა, განა, ვიდრე სინანულს მოასწრებდა, არ მოიტაცებდა მას? ასევე იქნებოდა ავაზაკის შემთხვევაშიც, ასევე მოგვების შემთხვევაშიც, ასევე თითოეული შემცოდის შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ აკავებს რისხვასაც და ღირსებისამებრ საზღაურსაც და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებს. მაგრამ თუ გამოუსწორებელნი დარჩებიან, უთუოდ იტვირთებენ სამართლიან განაჩენს. ამიტომ წინასწარმეტყველმა, ერთი მხრივ, უსამართლოდ ვნებულნი ანუგეშა, ხოლო, მეორე მხრივ, უსამართლობის მოქმედნი შეაგონა, და დასძინა: **„სიმართლე მისი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...ა მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს? რომელი ადგილი დააცალიერა თავისაგან თჳსისა, რომელსა ყოველივე ჴელითა უპყრიეს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ ადგილი არცა ერთი დაუცალიერებიეს, რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე? არამედ ჩუენდა მომართ მოსლვითა ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან მარადის სოფელსა შინა იყო, არამედ არა იცნობდა მას სოფელი, და ამისთჳს არცა შეერაცხა იგი მოსრულად, ვინაჲთგან ვერ იცნობდა მას, ხოლო უკუანაჲსკნელ გამოაცხადა თავი თჳსი, შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი და ჴორცნი ესე, და ამისთჳს ესევითარსა ამას გამოჩინებასა და განცხადებასა მოსლვად სახელ-სდებს. ხოლო იხილეთ, ვითარ მოწაფესა მას არა სირცხჳლ-უჩნს თქუმად შეურაცხებასა მას მოძღურისასა, ვითარმედ: „ა...

სრულად ნახვა