მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:15

14. ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.15. სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.16. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
15. სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.“ ().

1. სარწმუნო სიტყვა ცოდვილთა ცხონებაზე

ღვთის კეთილმოქმედებანი იმდენად დიდია და ისე აღემატება ყოველ ადამიანურ მოლოდინსა და სასოებას, რომ ხშირად დაუჯერებლადაც კი ეჩვენებათ. რადგან რაც ადამიანურ გონებას არც მოუფიქრებია და არც მოულოდნია, სწორედ ეს მოგვანიჭა ჩვენ. ამიტომ მოციქულებიც დიდ სიტყვას უძღვნიან ამას, რათა სარწმუნოდ იქნეს მიღებული ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული ნიჭები. როგორც დიდ სიკეთეთა შემთხვევაშიც გვემართება და ვამბობთ: ხომ არ არის სიზმარი? ამას ურწმუნოების გამო ვამბობთ; ასევე ხდება ღვთის ნიჭებთან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...ნეტარი ქადაგებს სახარებასა მას სიხარულით, და არა თუ სირცხჳლ-უჩნდა. ამისთჳსცა ოდესმე იტყჳნ, ვითარმედ: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა“; და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“; და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“. რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან...

სრულად ნახვა