მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 5:5

4. და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი.5. ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.6. და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა.
1 პეტრე თავი 5
5. ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა:

...ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა იტყჳს: „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“. და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:

...ნთაჲ“.

ნანდჳლვე! უკუეთუ გუნებავს სულთა ჩუენთა განსუენებაჲ, სიმშჳდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაჲ თანაგუაც, რაჲთა აღმოვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.

ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.

მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.

არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თ...

სრულად ნახვა