მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 8:5

4. ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი.5. რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,6. არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8
5. რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ,
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელდებულ ღმერთნი, გინათუ ცათა შინა, გინათუ ქუეყანასა ზედა (8,5).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ — "არავინ არს ღმერთ", და წარმართნი ჰგონებდენ ღმრთად ღმერთთა მათთა, აწ უჩუენებს, ვითარმედ, რასაცა მათ სახელ-სდვან ღმრთად, ყოველივე ცუდ არს, გინათუ ცათა შინა, რომელ არიან მზე და მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ქუეყანასა ზედა, რომელ არიან ეშმაკნი და კერპები კაცთაჲ, გინათუ იროელად სახელდებულნი იგი მათგან, იგინიცა ეშმაკთა ხატნი.

კჳრილესი: დაწყებისაგან მეხუთისა თავისა ივლიანესთჳს აღწერილისა, ცათა შინაცა რათმე უწოდიან ღმერთ (ვითარ-იგი არიან მადლით განღმრთობილნი ანგელოზნი — მთავრობანი და ჴელმწიფებანი და საყდარნი), და ეგრეთვე ქუეყანასა ზედა კაცთა, მადლით განღმრთობილთა.

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება:

...კრებელსა ღმერთთასა“** (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). და კვლავ იგივე ამბობს: „კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.“ (); ხოლო „რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი“ (). და კვლავ: **„ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშ...

სრულად ნახვა